იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, ერთმანეთს კარიმ ბენზემა და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა: ,,ჩემი აზრით, როგორც ცენტრალური თავდამსხმელი ბენზემა რონალდუზე გაცილებით ძლიერია. რონალდო, ვან ბასტენი, ლევანდოვსკი, იბრაჰიმოვიჩი… კარიმიც მათ შორისაა. მიუხედავად იმისა, რომ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში 6 წელი არ თამაშობდა, ეროვნული გუნდის ბომბარდირთა შორის მაინც მესამე ადგილს იკავებს. კარიმს მკვლელის ინსტინქტი და ზიდანის უნარები […]
კრიშტიანუ რონალდუ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, პორტუგალიელი – კრიშტიანუ რონალდუ, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს ეხმაურება. 37 წლის სუპერვარსკვლავი, რომელსაც სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს, ამ ფაქტს სწორედ “ინსტაგრამზე” გამოეხმარურა. “ჩვენ, ჩვენი შვილებისთვის გვჭირდება, რომ შევქმნათ უფრო უკეთესი სამყარო. ვლოცულობ მშვიდობისთვის მსოფლიოში”. – ნათქვამია პორტუგალიელის განცხადებაში.
ლა ლიგის პრეზიდენტი: “მესისა და რონალდუს წასვლით ეკონომიკური პრობლემები არ შეგვქმნია”
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონატიდან წასვლას ესპანეთის ლიგისთვის ეკონომიკური პრობლემები არ შეუქმნია. “შეეხო ეკონომიკურად ლა ლიგას მესის “პსჟ”-ში წასვლა? არა, აბსოლუტურად არანაირი გავლენა. არ აქვს მნიშვნელობა, მესი დაგვტოვებს თუ რონალდუ. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ვარსკვლავის წასვლას გავუმკლავდეთ. აი, მაგალითი – სერია A-ს რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ პროგრესი არ […]
ისტორია გრძელდება – კრიშტიანუმ ბრაიტონთან დიდებული შედეგი დააფიქსირა
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისის პრემიერ ლიგის გადადებულ, მე-18 ტურის მატჩში “ბრაიტონის” წინააღმდეგ (2:0) გოლის გატანა მოახერხა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის ეს 2022 წელს პირველი გოლი იყო, რაც მას ისტორიული შედეგის გაგრძელებაში დაეხმარა – 37 წლის ფეხბურთელს უკვე ზედიზედ 21 წელია პროფესიონალურ დონეზე გოლი გააქვს. 2002 წელს, 5 ოქროს ბურთის, ამდენივე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონობის […]
კრიშტიანუ რონალდუს ზუსტი დარტყმა | მანჩესტერი ბრაიტონს ამარცხებს | VIDEO
საუთჰემპტონთან მატჩში რონალდუმ 100%-იანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა | VIDEO
რომელი საფეხბურთო კლუბი ყიდის ყველაზე მეტ მაისურს?
2021 წლის ზაფხულში, თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ორმა უდიდესმა სუპერვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ კლუბი შეიცვალა. რაც თავისთავად მათი ახალი კლუბების სხვადასხვა ტიპის გაყიდვებსა და ფინანსებზე დადებითად აისახა. საინტერესოა, ამ ყველაფრის ფონზე, მსოფლიოში, რომელი ფეხბურთელების მაისურების გაყიდვაა ყველაზე მომგებიანი. ამ სტატიაში იმ ათ კლუბზე მოგახსენებთ, რომელთა ფეხბურთელების სათამაშო მაისურებიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება და რომელთაც […]
2010 წლის შემდეგ პირველად…
პრემიერ ლიგის 23-ე ტურში, მანჩესტერ “იუნაიტედი” “ბარნლის” ესტუმრა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ეს მატჩი კვლავ უიღბლო გამოდგა კრიშტიანუ რონალდუსთვის, რომელმაც მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე 68-ე წუთზე შემოვიდა. ეს მატჩი კრიშტიანუ რონალდუსთვის ზედიზედ მეხუთე გამოდგა, რომელშიც პორტუგალიელ გოლეადორს გოლი არ გაუტანია. ბოლო 5 მატჩში კრიშტიანუმ “ბარნლის”; “მიდლსბროს”; “ვესტ ჰემს”; “ბრენტფორდსა” და “ასტონ ვილას” […]
უცნობი ისტორია: კრიშტიანუ რონალდუს ბარსელონაში გადასვლამდე 1 ნაბიჯი დააკლდა
“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, ჟერარდ პიკე ამტკიცებს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალში” გადასვლამდე, კატალონიური გრანდის რიგებში გადაბარგებასთან ძალიან ახლოს იყო. რონალდუ სამეფო კლუბში “მანჩესტერ იუნაიტედიდან” 2009 წელს, იმ დროისთვის სარეკორდო თანხის 94 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. რაც შემდეგ მოხდა, როგორც იტყვიან, ისტორიაა. ჩემპიონთა ლიგის 4 ტიტული, 4 ოქროს ბურთი, 438 მატჩში გატანილი 450 გოლი, კლუბის ისტორიაში საუკეთესო […]
რონალდუ: ,,ჩემი შვილი გამუდმებით მეკითხება, შეიძლება თუ არა ჰქონდეს მობილური”
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, განმარტა თუ რატომ არ ყიდულობს მობილურს თავისი უფროსი შვილისთვის: ,,ჩემი შვილი დიდ დროს ფლანგავს იმის კითხვაში, შეიძლება თუ არა ჰქონდეს მობილური ტელეფონი, მე კი ვპასუხობ, რომ ჯერ ადრეა. სიმართლეა, რომ ეს თაობა ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინაა და უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები, მაგრამ დამოკიდებულები არ […]
ჰოლანდმა 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
“დორტმუნდისა” და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა – ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ბევრისათვის გასაკვირად, ჰოლანდის რჩეულ სამეულში კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა. გავლენიანი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “დორტმუნდში” ჰოლანდის დღეები დათვლილია – ნორვეგიელი ვარსკვლავის შეძენით ისეთი გრანდები ინტერესდებიან, როგორიცაა: “მანჩესტერ სიტი”, “ბარსელონა”, “რეალი” და “პარი სენ-ჟერმენი”. ნორვეგიელის ტრანსფერის შემთხვევაში, ნებისმიერ გრანდს სოლიდური თანხის […]
ცნობილია რა უთხრეს ერთმანეთს რონალდუმ და რანგნიკმა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედმა” სტუმრად “ბრენტფორდი” – 3:1 დაამარცხა. შეხვედრის ერთ-ერთი საკვანძო ეპიზოდი 71-ე წუთი გამოდგა, როცა რალფ რანგნიკმა მოედნიდან კრიშტიანუ რონალდუ გაიყვანა. ამას გერმანელი სპეციალისტისა და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მცირე დაპირისპირება მოჰყვა, რაც რანგნიკმა იმგვარად ახსნა, რომ, რონალდუ ამ ცვლილების აზრს მხოლოდ მაშინ მიხვდება, თუ იგი მომავალში მწვრთნელი გახდება. მოგვიანებით, რანგნიკმა მათი დიალოგის დეტალებიც […]