დე იონგის კარგი თამაშის შემდეგ, კრიშტიანუ თანაგუნდელებს გაუბრაზდა (ვიდეო)
რონალდუ: “მიხარია რომ პორტუგალიის ნაკრებს დავეხმარე”
პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ, შვეიცარიის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ (3:1) კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში რონალდუმ შესანიშნავად ითამაშა და 3 გოლის გატანა შეძლო. “მიხარია რომ ჩემს გუნდს ერთა ლიგის ფინალში გასვლაში დავეხმარე. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს გვერდში დგომაში. წინ ფინალი გველოდება,” აღნიშნა რონალდუმ. იხილეთ მიმოხილვა: პორტუგალია 3:1 შვეიცარია (ვიდეო)
რა დაემართა ფეხბურთელს, რომელსაც რონალდუ მასზე უკეთესად თვლიდა
2003 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედთან” გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო კომენტარი გააკეთა. იმ დროისათვის ამომავალი პორტუგალიელი ვარსკვლავი ფაბიო პაიმს მასზე უკეთეს ფეხბურთელად თვლიდა. “თვლით რომ კარგი ფეხბურთელი ვარ? თქვენ უბრალოდ დააკვირდით ფაბიო პაიმს”, – აღნიშნა კრიშტიანუ რონალდუმ. 16 წლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავია – ფაბიო პაიმი კი ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. […]
ბერბატოვი: “ყველა ინდივიდუალური ჯილდო მესიმ და რონალდუმ უნდა გაინაწილონ”
დიმიტარ ბერბატოვის მტკიცებით, ყველა ინდივიდუალური ჯილდო პლანეტის ორმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ უნდა გაინაწილონ. ბერბატოვი მიიჩნევს, რომ მესი და რონალდუ კვლავ საუკეთესოები არიან და მათ შორის განსხვავება არაა. “რონალდუ მესის წინააღმდეგ? როგორ შეიძლება მათი გამორჩევა. ვფიქრობ, რომ ყველა ინდივიდუალური ჯილდო მათ უნდა გაინაწილონ – ყოველთვის. შეუძლებელია იმის თქმა, რომ მათ შორის რომელიმე უკეთესია”, […]
გვარდიოლა: “ოქროს ბურთი მესის მიეცით, შემდეგ VAR-ი გამოიყენეთ და ვან დაიკს დაუბრუნეთ”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ 2019 წლის ოქროს ბურთის ფავორიტების შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “ვფიქრობ ოქროს ბურთი თავდაპირველად ლიონელ მესის უნდა მისცენ, შემდეგ ვიდეო გამეორების სისტემა გადაამოწმონ და ჯილდო ვან დაიკს დაუბრუნონ”, – თქვა ესპანელმა. France Football-ის პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი 2 დეკემბერს გაიმართება. პრიზისთვის ევროპაში მოთამაშე 30 საუკეთესო ფეხბურთელი იბრძვის, ფავორიტთა სამეულში კი ლიონელ […]
რონალდუმ 2013 წლის შემდეგ პირველი ფინალი წააგო
მადრიდის “რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა 2013 წლის შემდეგ პირველი ფინალი წააგო. 2013 წელს რონალდუმ და “რეალმა” მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ კოპა დელ რეის ფინალში იგემეს მარცხი. ამის შემდეგ პორტუგალიელმა ზედიზედ 15 ფინალი ითამაშა და ყველა მოიგო. 2014 წელს კოპა დელ რეის ფინალი “ბარსელონას” წინააღმდეგ თუმცა რონალდუ ტრავმის გამო ვერ იღებდა მონაწილეობას. 2014 წელი – ჩემპიონთა ლიგის ფინალი […]
ადამიანი მოტივაცია: მესის გამარჯვების შემდეგ რონალდუ საუკეთესოა
კრიშტიანუ რონალდუს მოტივაცია არასდროს აკლია, განსაკუთრებით კი მაშინ თუ საქმე ოქროს ბურთის მოგებას ეხება. მას მერე, რაც ლიონელ მესი ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, პორტუგალიელ ვარსკვლავზე მეტი გოლი მსოფლიოში არავის გაუტანია. ბოლოს ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა “ვერონას” კარი აიღო, თუმცა “იუვენტუსისთვის” ეს სერია A-ს 23-ე ტურის მატჩში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო ორ თვეში, […]
გავიხსენოთ: კალაძე ჩემპიონთა ლიგაზე ვარსკვლავების გვერდით (ვიდეო)
UEFA-ს ოფიციალურმა გვერდმა 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება გაიხსენა. “მილანმა” შინ “იუნაიტედი” მიიღო და “სან სიროზე” მეტოქე 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა კახა კალაძემ, რომელმაც “მილანის” კარის მშრალად შენახვაში წვლილი შეიტანა. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი და კალაძე ვარსკვლავების გვერდით “მილანი” 3:0 “იუნაიტედი” (მიმოხილვა)
5 ვარსკვლავი, რომელიც ვენგერმა ვერ შეიძინა
ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც არსენ ვენგერზე საუბრისას გვახსენდება, ტალანტების აღმოჩენისა და მათი განვითარების ნიჭია – ფრანგ სპეციალისტს ეს ნამდვილად არ ეშლებოდა. ტიერი ანრი, პატრიკ ვიეირა, რობერ პირესი, მარკ ოვერმარსი, სესკ ფაბრეგასი, კოლო ტურე, ფრედერიკ ლიუნგბერგი, ემანუელ პეტი, ნიკოლა ანელკა და სხვები – ეს იმ ფეხბურთელების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც ვენგერმა, უმეტესწილად, მიზერულ თანხად შეიძინა. სწორედ ამ […]
რონალდოს პასუხი მათ, ვინც ბრაზილიელს “ნამდვილ რონალდოს” უწოდებს
მსოფლიო ფეხბურთის ასპარეზზე კრიშტიანუ რონალდუს გამოჩენის შემდეგ, ბრაზილიელ რონალდოსა და პორტუგალიელ სუპერვარსკვლავზე ცხარე დებატები გაიმართა. ტურინის “იუვენტუსისა” და პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავი თავდაუზოგავად შრომობდა და პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ვინ არის “ნამდვილი რონალდო”? – ამ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით გულშემატკივრებს განსხვავებული აზრი აქვთ. კრიშტიანუ რონალდუს წარმატების შემდეგ, უამრავმა გულშემატკივარმა ბრაზილიელ რონალდოს სხვადასხვა ეპითეტები […]
ერთადერთი გუნდი, რომლისთვისაც მესისა და რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე არ გაუტანიათ
მესისა და რონალდუს ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 242 გოლია. UEFA-ს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე არც ისე ბევრი ისეთი გუნდია, რომელთა კარშიც არგენტინელ და პორტუგალიელ ლეგენდებს არ გაუტანიათ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დღესაც რჩება ერთი გუნდი, რომლის წინააღმდეგ ლეომ და კრიშტიანუმ თავი ვერ გამოიჩინეს. ჯამში 6 ჩატარებული შეხვედრის მიუხედავად, პორტუგალიურ “ბენფიკას” არც ერთი მათგანისგან გოლი საკუთარ კარში […]
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
პორტუგალიელ სუპერვასკვლავს თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში არაერთი რთული მეტოქის წინააღმდეგ უთამაშია. რონალდუმ იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა წინააღდეგაც უთამაშია, ყველაზე რთულ მეტოქედ ინგლისელი მცველი ეშლი კოული დაასახელა. სანამ პორტუგალიელი 2009 წელს “მადრიდის რეალს” შეურთდებოდა, მან “მანჩესტერ იუნაიტედში” ექვსი სეზონი გაატარა და ინგლისის ჩემპიონატის 3 ტიტულთან ერთად ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებულ […]