პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ შვეიცარიასთან ერთა ლიგის შეხვედრაში არ ითამაშებს. კრიშტიანუს გარდა, განაცხადში კიდევ ორი ფეხბურთელი (ჟოაო მოუტინიო და რაფაელ გერეირო) ვერ მოხვდა. პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, განმარტა, თუ რატომ გამოტოვებს რონალდუ დღევანდელ მატჩს: ,,ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემა არ გვაქვს. ეს ჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. შვეიცარიაში 26 ფეხბურთელით გამგზავრება, მაშინ როცა თამაში მხოლოდ 23-ს შეუძლია, […]