ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიშტიანუ რონალდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში “რეალის” წარმომადგენლებთან, კლუბში დაბრუნების თაობაზე, მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “ლოს ბლანკოსის” თავკაცს, ზინედინ ზიდანს კითხვები პრესკონფერენციაზე დაუსვეს: ალბათ იცით, თუ რამდენს ნიშნავს კრიშტიანუ “რეალისათვის”. რაც მან ამ კლუბში გააკეთა, წარმოუდგენელ დაფასებას იმსახურებს. თუმცა, ახლა ის “იუვენტუსის” ფეხბურთელია და იქ კარგ სეზონს ატარებს. ჭორების შესახებ […]