ჰოლანდმა მესისა და რონალდუს აჯობა
ბუნდესლიგის 24-ე ტურში “დერ კლასიკერი” გაიმართა. გულშემატკივრმა საოცარი სანახაობა იხილა, “ბაიერნმა” “დორტმუნდი” 4:2 დაამარცხა. “ბაიერნთან” დაპირისპირება გამორჩეული გამოდგა “დორტმუნდის” 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელისთვის, ერლინგ ჰოლანდისთვის. საწყისი 9 წუთის შემდეგ “დორტმუნდი” 0:2-ს იგებდა, ორივე ბურთი სწორედ ჰოლანდმა გაიტანა, თუმცა “რეკორდმაისტერმა” თამაშის შემობრუნება შეძლო და ჰოლანდის დუბლს ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქით და გორეცკას გოლით უპასუხა. მიუნხენელთა კარში გატანილი მეორე […]
როგორ განვითარდა მათი კარიერა: პრემიერ ლიგის 30 ფეხბურთელი, რომელიც წლის საუკეთესოდ აღიარეს
ბოლო 30 წლის განმავლობაში პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ყველა გამარჯვებული ბრიტანულმა გამოცემა sportbible-მა Tiermaker-ის გამოყენებით, მათი კარიერული შედეგების თანახმად, ყველაზე დაბლიდან, უმაღლესი წერტილის მიხედვით დააჯგუფა. ცხადია, ამ სიაში ყველაზე წარმატებული კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება 5-ჯერ მოახერხა, ამდენივე ოქროს ბურთს დაეუფლა და […]
“გამოცდილება არ გვეყო”,- პირლო ვერონასთან შეხვედრის შესახებ
სერია ა-ს 24-ე ტურში “ვერონამ” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში 49-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, თუმცა ტურინელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. 77-ე წუთზე “ვერონამ” წონასწორობა აღადგინა, ტურინელთა კარში გოლი ანტონინ ბარაკმა გაიტანა და “ბებერ ქალბატონს” მნიშვნელოვანი 2 ქულა დააკარგვინა. “ვერონასთან” მატჩი შეაფასა “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, […]
კასანო: “რონალდუმ იუვენტუსში წარმატებას ვერ მიაღწია”
იტალიის ნაკრების ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუს “იუვენტუსში” ასპარეზობა წარუმატებლად შეაფასა. კასანო მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვალვი ანდრეა პირლოს სათამაშო სტილში არ ჯდება. 2018 წელს ტურინის “იუვენტუსმა” კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ მადრიდის “რეალს” 99 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადა, საქმე ნამდვილად დიდ თანხასთან გვაქვს თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დროისთვის კრიშტიანუ 33 წლის იყო. “იუვენტუსის” ინვესტიცია […]
BBC-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების სიმბოლური გუნდი დაასახელა
წამყვანი ბრიტანული მედია-კომპანია BBC-ის სპორტულმა ჟურნალისტებმა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში სულ მცირე 60 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და ფინალში მონაწილეობა მიუღიათ, სიმბოლური გუნდი შეადგინა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში საუკეთესო 11 ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთია: მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, “პსჟ”); მცველები: დანი ალვეში (“ბარსელონა”, “სევილია”, “იუვენტუსი”, “პსჟ”), სერხიო რამოსი (მადრიდის “რეალი”), პაოლო მალდინი (“მილანი”), რობერტო […]
რონალდუს მეორე გოლი კროტონეს კარში (ვიდეო)
კრიშტიანუ რონალდუს გოლი კროტონესთან (ვიდეო)
კაზემირო 2020 წლის ესპანური ფეხბურთის საუკეთესო ლათინო-ამერიკელ ფეხბურთელად დასახელდა
ესპანეთში მოქმედმა ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტომ, EFE-მ, გასული წლის საუკეთესო ლათინო-ამერიკელი ფეხბურთელი დაასახელა – ტიტულის მფლობელი მადრიდის “რეალის” საყრდენი ნახევარმცელი, კაზემირო გახდა. კაზემიროსთვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა – ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “რეალთან” ერთად ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერთასის მოგება შეძლო. “ასეთი ინდივიდუალური ჯილდოს მიღება ჩემთვის დიდი პატივია, თუმცა ამას ჩემი თანაგუნდელების დახმარების გარეშე ვერ მივაღწევდი, ამისათვის […]
ჰოლანდი და მბაპე – დღევანდელი ეპოქის მესი და რონალდუ?
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებში ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა და კილიან მპაპემ ბრწყინვალე მატჩები ჩაატარეს – დღეს ყველა ახალგაზრდა ვარსკვლავების პერფორმანსზე ლაპარაკობს, ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ კი დროებით ჩრდილში გადაინაცვლეს. უდავო ფაქტია, რომ თითმის მთელი კარიერის განმავლობაში, 33 წლის მესი და 36 წლის რონალდუ მსოფლიო საფეხბურთო სცენაზე პირველობას არავის უთმობდნენ: 2007 წლიდან 2018 წლამდე, მსოფლიოს საუკეთესო […]
სპორტის ვარსკვლავები: ვინ გამოიმუშავებს ყველაზე მეტ თანხას სოციალურ ქსელში?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ადამიანების ცხოვრება სოციალური ქსელის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელი გახდა. მილიონობით ადამიანისთვის Facebook-ი, Instagram-ი, Twitter-ი თუ სხვა ქსელები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ზოგიერთი მათგანი ვირტუალურ სივრცეში ურთიერთობებს აყალიბებს, ზოგიც საზოგადოებაში საკუთარ იმიჯს იქმნის, თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც სოციალური ქსელი საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროც კია. საინტერესოა, ვინ არიან სპორტის სფეროს ის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები, რომლებიც სოციალურ […]
დაუჯერებელი თანხები, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ სოციალური ქსელიდან გამოიმუშავებს
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა – კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა, ამჯერად სოციალურ ქსელში. იგი გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც “Instagram”-ზე, “Twitter”-სა და “Facebook”-ზე ჯამში ნახევარი მილიარდი გამომწერი მოაგროვა. კრიშტიანუ რონალდუმ, “Instagram”-ზე ცნობილ ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს – არიანა გრანდეს გადაუსწრო. არიანა გრანდეს 221 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს კი 262 […]