,,მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი ,,იანგ ბოიზთან” მატჩში კრიშტიანუ რონალდუს გამოცვლის შემდეგ, პორტუგალიელის ქმედებას გამოეხმაურა – 36 წლის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან რამდენიმეჯერ წამოდგა და ფეხბურთელებს მითითებები მისცა. ,,სიმართლე გითხრათ, მთავარი მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, რონალდუს ვეტყოდი, რომ დამჯდარიყო. რა თქმა უნდა, ეს კრიშტიანუ რონალდუა და ბევრი იტყვის, რომ ის უბრალოდ ემოციური ადამიანია, მას ყველა მატჩის […]