მადრიდის “რეალისთვის” 2020 წელი შედეგიანობის თვალსაზისით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოდგა. “სამეფო კლუბმა” კალენდრულ წელიწადში მხოლოდ 91 გოლის გატანა მოახერხა, რაც 15 წლის წინ ნაჩვენები ანტი-რეკორდის გამეორებაა. ნათელია, რომ გუნდიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, შემტევი პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, რაზეც კონკრეტული ფაქტებიც მეტყველებს. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავის მიერ “ბლანკოსების” შემადგენლობაში გატარებულ ბოლო წელს, “თეთრებმა” 142 გოლი გაიტანეს, შემდეგ 42-ით […]