ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, მიშელ პლატინიმ, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც სათამაშოდ საუდის არაბეთში გადავიდა, კრიტიკისგან დაიცვა: ,,რონალდუს ვერ გავკიცხავ… ბოლოს და ბოლოს, როცა 200 მილიონს გთავაზობენ, მასზე უარის თქმა თითქის ამორალური ხდება. მაშინაც კი, როცა ძალიან მდიდარი ხარ…” – განაცხადა პლატინიმ. კრიშტიანუ რონალდუმ ,,ალ ნასრთან” კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. მისი ანაზღაურება წელიწადში 200 მილიონი ევროა, რაც ფეხბურთის […]
დანი ალვეში: “რონალდუს გარეშე რეალი გაცილებით უფრო სახიფათოა”
“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავი, მადრიდის “რეალის” თაობაზე საინტერესო განცხადებას ავრცელებს. დანი ალვეშის მტკიცებით, “ბლანკოსი” კრიშტიანუ რონალდუს გარეშე გაცილებით უფრო სახიფათოა. მადრიდის “რეალი” ზედიზედ მეოთხედ შეეცდება ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფით დასრულებას. რონალდუს არყოფნა კი “სამეფო კლუბის” პერფორმანსზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს. “მადრიდული გრანდის წინააღმდეგ, ნებისმიერ ოპონენტს კვლავ მძიმე ბრძოლა ელის. რონალდუს გარეშე დარჩენილი “რეალი” გაცილებით უფრო გუნდური […]
საუკეთესო გოლები, ბრძოლა, დაპირისპირება – გავიხსენოთ ელ კლასიკოს საუკეთესო მომენტები
რემზი ცალი ფეხით იუვენტუსშია
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, აარონ რემზი დღეს ლონდონში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რომელსაც ტურინის “იუვენტუსის” ექიმები დაესწრებიან და მათი დადებითი პასუხის შემთხვევაში “ბებერი ქალბატონი” რემზის კონტრაქტს გაუფორმებს, თუმცა უელსელი ფეხბურთელი იტალიაში ზაფხულში გადაბარგდება. შეგახსენებთ ეს სატრანსფერო საგა უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება და პრესაშიც უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, ერთ-ერთის მიხედვით კი რემზი რონალდუს შემდეგ […]
რონალდუს სტატისტიკა ატლეტიკოს წინააღმდეგ მატჩებში
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება. ტურინის “იუვენტუსი” სტუმრად მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ იტალიურ გუნდის ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ მეტოქეს ძალიან კარგად იცნობს და ესპანელთა წინააღმდეგ შესანიშნავი სტატისტიკაც აქვს. პორტუგალიელი “რეალში” თამაშისას “ატლეტიკოს” სულ 29-ჯერ დაუპირისპირდა, სადაც 15-ჯერ მოახერხა გამარჯვება, გაიტანა 22 გოლი და გააკეთა 8 ასისტი.
მესის ჯარიმების რეალიზაციის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში
ლეო მესიმ გუშინ “ბეტისთან” მოგებულ მატჩში (4:1) მორიგი საუცხოო მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა. ინგლუსურის ESPN-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, არგენტინელ ფეხბურთელს მსოფლიოში ჯარიმების რეალიზაციის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ლეომ კარიერაში 330 საჯარიმოდან 28-ს გატანა მოახერხა და გამოყენებული დარტყმების 8.5%-ით პირველია. მეორე ადგილზეა რონალდინიო, რომლის 205 ცდიდან 15 იყო ზუსტი – 7.3%. მე-3 პოზიციაზე […]
დღის ფოტო: რონალდუ აიაქსთან მარცხის შემდეგ
ამსტერდამის “აიაქსთან” ანგარიშით 1:2 მარცხი კრიშტიანუ რონალდუსთვის განსაკუთრებულად მტკივნეული აღმოჩნდა – მის კარიერაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა. პორტუგალიელმა ანგარიში ეფექტური თავური დარტყმით გახსნა და ჩემპიონთა ლიგაზე 126-ე გოლი შეაგდო, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
რონალდუს რეაქცია, როდესაც სილვა ერთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა (ვიდეო)
კრიშტიანუმ შვილი თავისი ბავშვობის სახლში მიიყვანა
კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით, მან თავის შვილს ის ადგილი მოანახულებინა, სადაც გაიზარდა. პორტუგალიელის 9 წლის ბიჭმა მამის ბავშვობის სახლის დათვალიერებისას ემოციები ვერ დამალა. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ მშობლიური მადეირა 12 წლის ასაკში, დიდი ფეხბურთის თამაშის ოცნებით დატოვა. კრიშტიანუ ლისაბონში მეგობართან, მიგელ პაიქსაოსთან ერთად გადავიდა. “ის ჩემი ბავშვობის ადგილის ნახვით აღფრთოვანებული იყო. მიგელთან ერთად ოთახში შევედით, ჩემი შვილი […]
როგორ აიყვანა რონალდუმ იუვენტუსი, როგორც ბრენდი, ახალ საფეხურზე
2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “იუვენტუსმა” რონალდუს ტრანსფერში 99 მილიონი ევრო გადაიხადა. გარდა იმისა, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “იუვეში” ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 28 გოლი გაიტანა, გუნდს დიდი ფინანსური სარგებელი მოუტანა. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრიშტიანუს დახმარებით “იუვენტუსის” ბიუჯეტი 51 მილიონი ევროთი შეივსო. ამასთან ერთად, სოციალურ ქსელებში, “ბებერი ქალბატონების” ოფიციალურ გვერდებზე, რონალდუს ტრანსფერის შემდეგ გამომწერთა რაოდენობა 38 […]
კიელინი: “2018-ში რეალმა რონალდუს ოქროს ბურთი მოპარა”
ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუს მისმა ყოფილმა გუნდმა 2018 წელს ოქროს ბურთი მოპარა. კიელინის მტკიცებით, “რეალმა” გადაწყვიტა, რომ ოქროს ბურთი მის ფეხბურთელს მოეგო. 2018 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ლუკა მოდრიჩი გახდა თუმცა არაერთი საფეხბურთო მიმომხილველის მტკიცებით, გასულ წელს ოქროს ბურთს კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებდა. “გასაკვირი არაა, რომ წელს ოქროს ბურთი ლეო მესიმ […]