პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ნასრის” შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა. Forbes-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ვარსკვლავის შემოსავალმა 2022 წლის პირველი მაისიდან 2023 წლის პირველ მაისამდე, 136 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სპორტსმენებს შორის რეკორდული მაჩვენებელია. გასული წლის რეკორდი ლეო მესის ეკუთვნოდა, არგენტინელმა 2022 წელს 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. წლის 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი Forbes-ის […]
კრიშტიანუ რონალდუს ყველა წითელი ბარათი (ვიდეო)
გთავაზობთ კრიშტიანუ რონალდუს ყველა წითელ ბარათს მის კარიერაში.
კრიშტიანუს კიდევ ერთი მიღწევა!
კრიშტიანუ რონალდუ გახდა ადამიანი რომელსაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი გამომწერების რიცხვმა ცნობილი მომღერლის სელენა გომესის გამომწერების რაოდენობას გაუსწრო და 144 მილიონი შეადგინა. რონალდუ თვითონაც საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში, მას ამ დრომდე 2380 პოსტი აქვს განთავსებული და 418 ადამიანი ჰყავს გამოწერილი.
ფიგუმ ბარსას ფანები კიდევ ერთხელ განარისხა, ტვიტერზე შეურაცხყოფების ტალღაა
ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ, “ბარსელონას” ფანები კვლავ განარისხა, ლეგენდარულმა მოთამაშემ თავისი განცხადებით ლეო მესის წაკბინა და კრიშტიანუ რონალდუ შეაქო, რამაც “ბლაუგრანას” ფანები კიდევ ერთხელ გააბრაზა და სოციალურ ქსელში მის მიმართ უამრავი ნეგატიური კომენტარი წამოვიდა. “სხვა ფეხბურთელებს პარტნიორები სჭირდებათ რათა საუკეთესოები იყვნენ, რონალდუს კი მხოლოდ ბურთი სჭირდება” – თქვა ფიგუმ. შეგახსენებთ, ფიგუ იმ ფეხბურთელთა სიაშია, […]
პატარა ბიჭის რეაქცია რონალდუს ნახვისას (ვიდეო)
მაკგრეგორი: “მინდა იბრაჰიმოვიჩმა ჩემთან ერთად ივარჯიშოს”
კონორ მაკგრეგორმა “ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მასთან ერთად სავარჯიშოდ დაპატიჟა. ირლანდიელმა მებრძოლმა იბრაჰიმოვიჩისადმი დიდი პატივისცემა დაადასტურა და აღნიშნა, რომ ზლატანს, ასევე პოლ პოგბას, მასთან მისვლა და ვარჯიში ნებისმიერ დროს შეუძლიათ. 2017 წელს ჩაწერილ ინტერვიუში, იბრაჰიმოვიჩმა დაადასტურა, რომ ფეხბურთიდან წასლის შემდეგ MMA-ში ძალების მოსინჯვას არ გამორიცხავს – შეგახსენებთ, რომ შვედი ფორვარდი ტაეკვანდონდოთი აქტიურად იყო […]
მბაპემ მესისა და რონალდუს შორის საინტერესო არჩევანი გააკეთა
“პარი სენ-ჟერმენისა” და საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, კილიან მბაპემ საინტერესო განცხადება გააკეთა.
რონალდუ: “არ ყოფილა პერიოდი, როდესაც ცუდად ვთამაშობდი”
პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგა ტრიუმფით დაასრულა, საფინალო შეხვედრა მათ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბედნიერი კრიშტიანუ რონალდუ ჟურნალისტებთან საკუთარ თავზე გულწრფელად ალაპარაკდა. “16 წლის განმავლობაში არ ყოფილა პერიოდი, როდესაც ცუდად ვთამაშობდი. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მოგებულ ტიტულებთან და თასებთან. ტიტულებით გატაცებული ნამდვილად არ […]
რონალდუ: “დღეს არაფრის შემძლე ფეხბურთელები €100 მილიონად იყიდებიან”
კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს წამყვანი კლუბების სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატრანსფერო ფასები ფეხბურთელების დონეს არ შეესაბამება. 2009 წელს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა – მის სანაცვლოდ მადრიდის “რეალმა” 94 მილიონი ევრო გადაიხადა. მოგვიანებით, ტურინის “იუვენტუსმა” მის სანაცვლოდ “რეალს” 117 მილიონი ევრო გადაუხადა. დღეს, ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს შორის, რონალდუ მე-11 ადგილს იკავებს. “დღეს ფეხბურთში წინასწარი […]
პატრის ევრამ საუკეთესო თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი დაასახელა
“მანჩესტერ იუნაიტედის,” “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ, თანაგუნდელებისგან დაკომპლექტებული საუკეთესო გუნდი დაასახელა. საინტერესოა, რომ 38 წლის ფრანგის გუნდში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. ევრამ გუნდს მიღმა უეინ რუნი, ნემანია ვიდიჩი და მაიკლ კერიკი დატოვა. ყველაზე დიდი კამათი კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჯორჯო კიელინის განმწესებამ გამოიწვია. მეკარე – ედვინ ვან დერ სარი ჯანლუიჯი […]
რამდენი ხმით მოიგო მესიმ ოქროს ბურთი?
“ოქროს ბურთის” 2019 წლის დაჯილდოება დასრულდა და ნომინანტთა მიღებული ქულებიც ცნობილი გახდა. კარიერაში მეექვსედ უპრესტიჟულესი ჯილდო ლიონელ მესიმ 686 ქულით მიიღო, რაც მეორე ადგილზე გასულ ვირჯილ ვან დაიკთან შედარებით შვიდით მეტია. სამეული კრიშტიანუ რონალდუმ დაასრულა, რომელმაც 476 ქულა მოაგროვა. საინტერესოა, რომ ოცდაათეულში მყოფ სამ ფეხბურთელს დონი ვან დე ბეეკს, მარკინიოსსა და ჟოაო ფელიშს არცერთი ხმა […]