11 ფეხბურთელი, რომელებსაც ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდებათ
2020 წლის ზაფხულში 11 კარგ ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება. “BBC Sport-მა” კი ამ ფეხბურთელებით შემადგენლობა შეადგინა. თითოეული მათგანი ნებისმიერ გუნდს მოუხდებოდა. ზაფხულში კი ისინი თავისუფალი სტატუსის მქონე ფეხბურთელები გახდებიან და არ არის გამორიცხული რომ, ისინი სხვადასხვა გრანდებში ვიხილოთ. გამოსარჩევია ედისონ კავანი, რომლითაც მადრიდის “ატლეტიკო” ინტერესდება. სოციალურ ქსელში ბევრჯერ დაიწერა “პსჟ-ს” ცხრიანის ტრანსფერზე. დაველოდოთ მოლვენების განვითარებას.
FRANCE FOOTBALL – ივნისში კურჟავა არსენალში გადავა
“პსჟ-ს” მარცხენა მცველი ლეუინ კურჟავა მოლაპარაკებას აწარმოებს ლონდონის “არსენალთან”. ფრანგ მცველს კონტრაქტის ვადა მიმდინარე ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ცნობილ გამოცემა “FRANCE FOOTBALL-ზე” დაყრდნობით ვიგებთ, რომ მონაკოს ყოფილი ფეხბურთელი ივნისში სრულიად უფასოდ “მეთოფეთა” წევრი გახდება. კურჟავა ფრანგულ გრანდში 2015 წლიდან ასპარეზობს და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, თუმცა მას ყოველთვის ჰყავდა კონკურენტი და ვერასდროს ახერხებდა […]