,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,ანტალიასპორთან” მოგებული მატჩი შეაფასა: ,,რასპადორის ქებას ვეთანხმები – როცა თავმდაბალი ხარ და გინდა, გუნდს დაეხმარო, შეგიძლია, ნებისმიერი როლი შეასრულო. ამ ამხანაგურ მატჩში გამიხარდა ისეთი ფეხბურთელების გაცნობა, როგორებიც ფერნანდო და ლუის ადრიანო (ანტალიასპორი) არიან, ისინი ,,შახტარში” თამაშისას მინახავს. ეს მნიშვნელოვანი ტესტი იყო, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ მზადება გავაგრძელოთ. კვარაცხელია? თავს კარგად […]