უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეექვსე ტურის შეხვედრაში, კვიპროსის ნაკრები კოსოვოსთან დიდი ანგარიშით – 1:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. “საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ასეთ მატჩს არ ველოდით. არაფერი გამოგვივიდა, არც დაცვაში, არც ცენტრში და არც შეტევაში, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მომენტები […]