ამ უიქენდზე ‘გლაზგოს’, ‘ტულონის’, ‘ლენსთერისა’ და ‘ლა როშელის’ სარაგბო კლუბების მაისურებში გამოწყობილმა გულშემატკივრებმა დუბლინი გადააჭრელეს. ოფიციალური მონაცემებით, 12 ქვეყნიდან ირლანდიაში რაგბის 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალებზე დასასწრებად. მათ შორის საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციიდანაც იყვნენ, – ისინი ამ ტურნირების ორგანიზატორებმა, – ევროპის პროფესიული კლუბების რაგბიმ (EPCR) მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მიიწვია. […]