რონალდ კუმანი: “მე ჯერ მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელების შერჩევა მევალება”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, უნგრელ “ფერენცვაროშთან” საშინაო გამარჯვების (5: 1) შემდეგ, კომენტარი გააკეთა. “საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ: “ბარსელონას” თამაშით, გატანილი ხუთი გოლით და მოპოვებული ქულებით. ჩვენი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებსაც ამ დონის ტურნირებში სათამაშო წუთები სჭირდებათ, კარგი გამოცდილება მიიღეს. ტრინკაომ ბევრი პრობლემა შეუქმნა მეტოქის დაცვას, დემბელე თამაშში […]
ბარსელონამ გუნდის ოთხ საკვანძო ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
ბარსელონას ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბმა გუნდის წამყვან ფეხბურთელებს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც კატალონიელებმა ლაშა დვალის “ფერენცვაროშს” – 5:1 აჯობეს, “ბლაუგრანას” პრესსამსახურმა გუნდის მეკარე მარკ ანდრე ტერ-შტეგენის, მცველების ჟერარდ პიკეს და კლემენ ლენგლეს და ნახევარმცველის ფრენკი დე იონგისთვის გახანგრძლივებული კონტრაქტების შესახებ გამოაცხადა. “ბლაუგრანას” ფეხბურთელებთან დადებული ახალი კონტრაქტის პირობები შემდეგნაირია ჟერარდ პიკე: 2024 […]
ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა
“ბარსელონას” კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე უნიკალური მიღწევა დააფიქსირა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ზედიზედ მე-16 სეზონში გოლის გატანა მოახერხა. 33 წლის შემტევმა ეს რეკორდი ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, “ფერენცვაროშთან” მოგებულ (5:1) შეხვედრაში საგოლე გადაცემასთან ერთად ზუსტი პენალტიც შეასრულა. 6 ოქროს ბურთის მფლობელს ჩემპიონთა ლიგის 144 შეხვედრაში 116 გოლი […]
ანსუ ფატი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა
“ბარსელონას” ნახევარმცველი ანსუ ფატი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ორი გოლის გატანა სრულწლოვანად გახდომამდე შეძლო. ესპანელმა ფეხბურთელმა თავი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, უნგრულ “ფერენცვაროშთან” (5:1) გამოიჩინა, როცა ნიდერლანდელი ფრენკიე დე იონგის გადაცემის შემდეგ, 42-ე წუთზე მეტოქეს მეორე გოლი გაუტანა. აქამდე “ფურია როხას” ახალწვეულს წინა სეზონში, 2019 წლის 10 დეკემბერს, “ინტერისთვის” ჰქონდა გატანილი. 17 […]
პიკეს გაძევება და პენალტი – ფერენცვაროშმა ბარსელონასთან ერთი ბურთი გაქვითა (ვიდეო)
ბარსელონას ულამაზესი კომბინაცია კოუტინიომ დააგვირგვინა (ვიდეო)
დე იონგის ბრწყინვალე პასი და ანსუ ფატი უპირატესობას ორამდე ზრდის (ვიდეო)
ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის სეზონი ზუსტი პენალტით დაიწყო (ვიდეო)
ლაშა დვალი ბარსელონას ოფიციალურ გვერდზე (ფოტო)
როგორც მოგეხსენებათ, უნგრული “ფერენცვაროში” წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. ლაშა დვალის გუნდი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე “ბარსელონას” წინააღმდეგ იასპარეზებს. “ბლაუგრანას” გარდა ჯგუფში “იუვენტუსი” და “დინამო კიევი” არიან. კატალონიელებმა ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე ოფიციალურ Instagram გვერდზე “ფერენცვაროშის” შესახებ პოსტერი გამოაქვეყნეს, სადაც ლაშა დვალიც გამოჩნდა.
გავიხსენოთ – ლაშა დვალის გოლი ბელარუსის ნაკრების კარში (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგა: რონალდუ და მესი – ქართველი ფეხბურთელები გრანდების წინააღმდეგ
შვეიცარიაში, კერძოდ კი ნიონში მდებარე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს შტაბ-ბინაში, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საუკეთესო 32 ევროპული კლუბი 8 ჯგუფში გადანაწილდა: ახალ სეზონში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 2 ქართველი ფეხბურთელი – დავით ხოჭოლავა (შახტარი) და ლაშა დვალი (ფერენცვაროში) იასპარეზებს. უკრაინული გუნდის მცველს ბრძოლა საკმაოდ ძლიერ გუნდებთან მოუწევს – ხოჭოლავა […]
ლაშა დვალის ფერენცვაროში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრები გაიმართა. ლაშა დვალის “ფერენცვაროშმა” შინ “მიოლდე” მიიღო. შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა. სტუმრად, ნორვეგიაში, გატანილი გოლების წყალობით, (3:3) უნგრულმა გუნდმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება დვალს, ქართველი მცველი სათადარიგო სკამზე იყო, თუმცა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს დავით ხოჭოლავას “შახტარიც”. ხოლო […]