საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის აქტიურად მზადებას აგრძელებს. გიორგი ჩიტაურის გუნდმა მიმდინარე წელს უკვე მეშვიდე შეხვედრა ჩაატარა და ფრე ითამაშა. ახალგაზრდა ქართველების მეტოქე მონტენეგროს ნაკრები იყო, რომელთანაც პირველ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა გამარჯვებას მიაღწია (1:0) ახლა კი ფრეს დასჯერდა – 2:2. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 28-ე წუთზე ლაშა გადილიას გოლით გახსნა, ხოლო 84-ზე გიორგი […]