მორიგი ქართველი TOP 14-ში | ლაშა მაჭარაშვილი მონპელიეში ითამაშებს
24 წლის ქართველი მორაგბე – ლაშა მაჭარაშვილი, პრო D2-ის “მონ დე მარსანიდან” კარიერას TOP 14-ის ისტორიულ კლუბში “მონპელიეში” გააგრძელებს. 24 წლის ქართველი ბურჯი 2017-2023 წლებში “მონ დე მარსანის” ღირსებას იცავდა და ყველა ტურნირზე 55 შეხვედრა ჩაატარა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ “მონპელიეში” მორიგი ქართველი, საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრი – ლუკა ჯაფარიძე […]
ლეგიონერები | ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მეექვსე ტური
საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში გასულ კვირაში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა და მასში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად მიიღეს მონაწილეობა. ტოპ 14 ტოპ 14-ის მეექვსე ტურში “ლიონი” “ბიარიცს” ეწვია და ბონუსით, 40:5 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა საღინაძე. ის მე-66 წუთზე შეცვალეს, თუმცა დასკვნით წუთებში კვლავ მოედანზე დააბრუნეს. მასპინძელთა ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი და 51-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში […]