16 თებერვალს, ისრაელის ქალაქ თელ ავივში, თელ ავივის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 6 სპორტსმენი იჭიდავებს. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს დროშის ქვეშ 3 სპორტსმენი იასპარეზებს. 60 კგ 2023 წელს პირველად, 60 კგ წონით კატეგორიაში ტატამზე – ლუხუმ ჩხვიმიანი გამოვა. ლუხუმი B ბადეში განუთესავი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც თურქმენი მეტოქე […]