უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედმა გამარჯვებულმა “საბურთალომ” ბუქარესტის “სტიაუას” – 1:0 სძლია და საპასუხო მატჩს უპირატესობით შეხვდება. მატჩის დასრულების შემდეგ, ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ნოზაძემ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა. “მინდა ჩვენს ფეხბურთელებს იმ თავდადებისთვის, რაც მოედანზე გამოავლინეს, მადლობა გადავუხადო. მადლობა გულშემატკივარს, რომლის თანადგომითაც ამ შედეგს მივაღწიეთ. […]