ლაშა ტალახაძე რეკორდების დამყარებას განაგრძობს. გუშინ ქართველმა ძალოსანმა ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მსოფლიო რეკორდი მოხსნა – ატაცი – 225 კგ (წინა რეკორდი 223 კგ), აკვრა – 267 კგ (წინა რეკორდი 265 კგ), ორჭიდის ჯამში – 492 კგ (წინა რეკორდი – 488 კგ). რასაკვირველია, სამივე ზემოხსენებული შედეგი შთამბეჭდავია, თუმცა, განსაკუთრებით სასიამოვნო აკვრაში დაფიქსირებული წონაა, რითაც […]