მადრიდის ,,ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს, გუნდში მილანის ,,ინტერის” თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის ხილვა სურს. ინფორმაციას As-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არგენტინელი სპეციალისტი რამდენიმე დღეში ,,როხიბლანკოსთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. შემადგენლობის გასაძლიერებლად კი ჩოლოს უპირველესი მოთხოვნა ლაუტაროს ყიდვაა. თუმცა, მადრიდელებისთვის ფორვარდის ტრანსფერი რთული მისაღწევი იქნება, რადგან ,,ინტერი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს. სიმეონეს ,,ატლეტიკოსთან” ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 […]