რეალის აკადემიის აღზრდილი მეკარე – დინამო თბილისი ესპანელ კიპერს იმატებს
Live.ge-ს ინფორმაციით, “დინამო თბილისს” მალე ახალწვეული ეყოლება და კიდევ ერთ ლეგიონერს დაიმატებს. გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელები პირველ რიგში, მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე ზრუნავენ და გუნდში ესპანელ გოლკიპერს იწვევენ. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 27 წლის ანდრეს პრიეტოს იმატებს, რომელიც მადრიდის “რეალის” აკადემიის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში “მალაგაში”, “ესპანიოლში“, “ლეგანესში” და ინგლისურ “ბირმინგემში” უთამაშია. ანდრეს […]
უცნობი ისტორია: ვის ყიდულობდა ბარსელონა ბრაითვეითის ნაცვლად და რატომ ჩაიშალა ტრანსფერი?
2020 წლის ზამთარში, “ბარსელონას” საკადრო პრობლემები ჰქონდა და კატალონიური გრანდის მთავარი ამოცანა თავდამსხმელის დამატება იყო, რომელიც ლუის სუარესის შემცვლელი უნდა ყოფილიყო. ამ მიზნით, კლუბმა არჩევანი სედრიკ ბაკამბუზე შეაჩერა, რომელიც ბოლო წლებია კარიერას ჩინეთის ჩემპიონატში აგრძელებს. წარმოშობით ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც “ბეიჯინგის” ღირსებას იცავს, შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნებულიყო, მაგრამ ტრანსფერი მაშინ ჩაიშალა, როცა ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილი იყო. […]
კორნელია 0:2 ბარსელონა (მიმოხილვა)
ლეგანესი 2:2 რეალი (მიმოხილვა)
ასენსიომ სამეფო კლუბი წინ გაიყვანა (ვიდეო)
ლეგანესმა რეალთან გაათანაბრა (ვიდეო)
სერხიო რამოსმა რეალი დააწინაურა (ვიდეო)
ოსკარ როდრიგესის ულამაზესი გოლი მალიორკას კარში (ვიდეო)
ანსუ ფატიმ ბარსელონა დააწინაურა (ვიდეო)
“ბარსელონას” ახალწვეულმა მარტინ ბრაითვეითმა კატალონიურ კლუბში მისი პირველი შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა. “როცა “ბარსელონაში” გადმოვედი, ძალიან ვამაყობდი. მაშინ მივხვდი, რომ ამისთვის ბევრი ვიშრომე, ეს ის ფასია, რომელიც ამ კლუბში მოხვედრისთვის გადავიხადე. Ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს იმისთვის, რომ ჩემი კარიერული მიღწევების ნუსხა გავაფართოვო. Ბოლო პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, რადგან ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში […]
თორნიკე ახვლედიანი: “ჯერ დინამოში თავის დამკვიდრება, შემდეგ ყველა ტიტულის მოგება”
2020 წლის ზამთრის შეკრებაზე, “დინამო თბილისის” აღმოჩენა თორნიკე ახვლედიანი გახდა, რომელმაც თურქეთში 3 გოლი გაიტანა და ამ შედეგით საუკეთესოც იყო. 20 წლის თავდამსხმელი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონში ისინჯებოდა და კარგი თამაშის შედეგად 3-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ახვლედიანი აქამდე “ზესტაფონში”, უფრო ადრე კი ესპანეთში თამაშობდა და კარგი გამოცდილებაც შეიძინა. კარიერის ახალი ეტაპის შესახებ ფეხბურთელმა Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. პირველ […]
ლეგანესის დირექტორი ინფიცირებულია, კლუბი – იზოლირებული
კორონავირუსით ინფიცირება “ლეგანესის” აღმასრულებელ დირექტორს, მარტინ ორტეგას დაუდასტურდა. ინფორმაცია თავად ესპანური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. მას მერე, რაც ორტეგას ტესტის პასუხები ცნობილი გახდა, კლუბმა საწვრთნელი პროცესი შეაჩერა და კარანტინში გადაინაცვლა. ლა ლიგის და ესპანეთის სხვა საფეხბურთო დივიზიონები უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეჩერებულია. 23 ქულით, “ლეგანესი” ლა ლიგაში ბოლოსწინა, მე-18 ადგილს იკავებს.