29 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ალბანეთს სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა. “ალბანეთის შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება. საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის წამყვან ჩემპიონატებში და მათ ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგის თამაშებისთვის მომზადებაა. ეს იქნება გენერალური რეპეტიცია […]