დინამო ბათუმი 6:0 ლეხი – აჭარული კლუბის პატარა ფანები მოწინააღმდეგე გუნდს დახვდნენ | VIDEO
UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმი” პოზნანის “ლეხთან” სტუმრად – 5:0 განადგურდა. საპასუხო შეხვედრა 28 ივლისს, ბათუმში გაიმართება და 21:30 საათზე დაიწყება. პოზნანის “ლეხი” უკვე საქართველოში იმყოფება – აეროპორტში პოლონურ კლუბს “დინამო ბათუმის” პატარა გულშემატკივრები დახვდნენ, რომელთაც საპასუხო შეხვედრაში აჭარული კლუბის გამარჯვების იმედი აქვთ. წყარო: facebook.com/Fc-Gonio
წიტაიშვილმა დინამო კიევის შეკრება დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა
უკრაინული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი წიტაიშვილმა შვეიცარიაში, “დინამო კიევის” შეკრება დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა. წყაროს მტკიცებით, წიტაიშვილი უკვე პოლონეთში იმყოფება, სადაც უახლოეს მომავალში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ წიტაიშვილის მომავალი გუნდის ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელის კარიერა პოზნანის “ლეხში” გაგრძელდება. წიტაიშვილის სამსახურით, კიდევ ერთი პოლონური კლუბი […]
ნიკა კვეკვესკირი: “მნიშვნელოვანია, რომ დადებითი მუხტი ერთა ლიგის თამაშებამდე გაგვყვეს”
ნიკა კვეკვესკირმა საქართველოს ნაკრების ორ ამხანაგურ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. „ეს ორი ამხანაგური თამაში გენერალური რეპეტიციაა ერთა ლიგის დაწყებამდე. მნიშვნელოვანია, რომ სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებში სწორი ბალანსი იპოვოს. განსაკუთრებით, ახალ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც დებიუტი ექნებათ და რომლებიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ“, – განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის აზრით, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან ამხანაგური შეხვედრების შედეგები ნაკრების წევრთა განწყობაზე აისახება. „მნიშვნელოვანია, რომ დადებითი მუხტი, რომელიც ზედიზედ სამ თამაშში გამარჯვებამ მოიტანა, ერთა ლიგის თამაშებამდე გაგვყვეს. ამისთვის აუცილებელია თამაშის კარგი ხარისხი და შედეგი“, – ამბობს გამოცდილი ნახევარმცველი. ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი ქალაქ ჟენიცაში 25 მარტს, 23:45 საათზე დაიწყება. წყარო: […]
ოფიციალურად: ლეხმა კვეკვესკირს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
ნიკა კვეკვესკირი “ლეხში” დარჩება – პოლონურმა გუნდმა ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას პოზნანური გუნდი ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. https://t.co/OyGth08dvE — Lech Poznań (@LechPoznan) April 29, 2021 როგორც იცით, რამდენიმე წლიანი ყაზახური კარიერის შემდეგ, ნიკამ “ტობოლი” დატოვა და იანვარში სწორედ “ლეხს” შეუერთდა. თავდაპირველი ხელშეკრულება 6 თვიანი იყო, თუმცა “ლეხს” კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება შეეძლო. […]
ტრანსფერის დეტალები: რა თანხას მიიღებს ანორთოსისი კაჭარავაში?
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ “ლეხში” გააგრძელებს. პოზნანურ კლუბში 26 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით ითამაშებს. “ანორთოსისის” ფორვარდი ექსტრაკლასას ბინადარ კლუბში ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი “ლეხს” მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში, თემურ ქეცბაიას გუნდი 250 000 ევროს მიიღებს, იმ შემთხვევაში კი თუ პოლონელები კაჭარავას გამოისყიდიან, კვიპროსული გუნდი […]