ჟირუ: “მესი შემოქმედია, თუმცა არ ვაპირებთ ეს მისი საუკეთესო საღამო იყოს…”
18 დეკემბერს 2022 წლის მუნდიალის ფინალი შედგება, სადაც ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი არაერთი მხრივ იქნება ისტორიული, რადგან მესი მუნდიალზე ბოლო მატჩს ატარებს და მისთვის საოცნებო ტიტულის მოგებას შეეცდება, კილიან მბაპეს კი შანსი აქვს, რომ 23-წლის ასაკში მეორე მუნდიალი მოიგოს და მსოფლიო ფეხბურთის ასპარეზეე უდიდესი განაცხადი გააკეთოს. მატჩის წინ, საფრანგეთის ეროვნული […]
ფინალურ მატჩამდე 3 დღით ადრე, მესიმ არგენტინის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ დღეს ვარჯიში გამოტოვა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. მესის ხორვატიასთან ნახევარფინალურ მატჩში მარცხენა ფეხის ბარძაყი აწუხებდა, მაგრამ შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელმა თავად განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ ჰქონია. დღეს მოედანზე მხოლოდ იმ ფეხბურთელებმა ივარჯიშეს, რომლებიც ხორვატიასთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ ან სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. ძირითადის მოთამაშეები კი დარბაზში ვარჯიშობდნენ. […]
პირს მორგანი: ,,რონალდუ კომფორტის ზონიდან გამოვიდა, მესის გარშემო კი ბარსელონაში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ”
ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პირს მორგანმა, კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შესახებ ისაუბრა: ,,როცა რონალდუსა და მესის სტატისტიკას უყურებთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ კრიშტიანუ 2 წლით უფროსია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მესისგან განსხვავებით, რომელიც ,,ბარსელონაში” 17 წლის განმავლობაში თამაშობდა, რონალდუმ ტიტული 4 სხვადასხვა ქვეყანაში მოიგო, მათ შორის მსოფლიოს სამ ყველაზე კონკურენტუნარიან ლიგაში. რონალდუ კომფორტის ზონიდან გამოვიდა, შეეძლო, მთელი კარიერა […]
მოდრიჩი: ,,ორსატო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია მათ შორის, ვისაც ვიცნობ”
ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა, მუნდიალის ნახევარფინალში არგენტინის სასარგებლოდ დანიშნული პენალტის გამო, მატჩის მთავარი არბიტრი, დანიელე ორსატო გააკრიტიკა: ,,ეს შეხვედრის საკვანძო მომენტი იყო, მან ჩვენს სასარგებლოდ კუთხური არ დანიშნა, მაგრამ დადო პენალტი, რომელიც, ჩემი აზრით, არ იყო, რადგან არგენტინელი ფეხბურთელი ლივაკოვიჩს დაეჯახა. ამან თამაში შეცვალა. მსაჯებზე არასდროს ვლაპარაკობ, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. ორსატო ერთ-ერთი […]
ლუკა მოდრიჩი: “მადლობა არგენტინელ გულშემატკივარს დაფასებისთვის…”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელისთვის დიდებული გამოვიდა. C ჯგუფის გახსნითი ტურის შეხვედრაში ფავორიტად აღიარებული არგენტინის ნაკრების საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხის შემდეგ, ლიონელ მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე მიაღწიეს. ასევე დიდებული მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშესა და ვიცე-ჩემპიონს – ლუკა მოდრიჩს. 37 წლის კაპიტანმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარ კლუბთან […]
“ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება” – ლეო მესი
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალურ შეხვედრაში, არგენტინისა და ხორვატიის დაპირისპირება შედგა. ლეო მესიმ და კომპანიამ ხორვატიას 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და მუნდიალის ფინალის საგზური მოიპოვეს. გასაკვირი არაა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერვარსკვლავი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. არგენტინა 3:0 ხორვატია (მიმოხილვა) ლეო მესი: “ეს უბრალოდ გიჟური გუნდია, ჩვენ ეს შევძელით” საუკეთესო მეგობრები – მესის ჯილდო […]
მუნდიალი 2022 | მე-20 სათამაშო დღე
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა. დრამატული და სანახაობრივი 1/4-ფინალური მატჩების შემდეგ, ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია. 1/2-ფინალში საკმაოდ საინტერესო წყვილებმა მოიყარა თავი და გულშემატკივარი მოუთმენლად ელის გრანდების დაპირისპირებას. მუნდიალი 2022 | მეორე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მესამე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მეოთხე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 | მეხუთე სათამაშო დღე მუნდიალი 2022 […]
ვალდანო: ,,მესი მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონობს”
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ხორხე ვალდანომ, კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ლეო მესის თამაში შეაფასა: ,,მესი ფეხბურთის არსს ავლენს. ის უფრო მეტად არის დაკავშირებული თანაგუნდელებთან და აჩენს იმ ხასიათს, რომელიც ყოველთვის ჰქონდა. ლეო ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონობს. მე პირველივე დღიდან მესის გულშემატკივარი ვარ. ის გენიალურობას 20 წელია ავლენს. ვისაც არ მოსწონს მესი, არ უყვარს ფეხბურთი,” – […]
ვეგჰორსტი: ,,მესისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, მაგრამ მან უხეში სიტყვებით მომმართა”
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ვაუტ ვეგჰორსტმა, ლეო მესისთან მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა: ,,თამაშის შემდეგ, მესისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, რადგან მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა ლეოს ჩემთან საუბარი არ სურდა. ესპანური კარგად არ ვიცი, მაგრამ მან უხეში სიტყვები მითხრა, რითაც ძალიან იმედგაცრუებული ვარ,” – ვეგჰორსტის სიტყვებს Marca ციტირებს. მესიმ მატჩის შემდეგ, ინტერვიუს მიცემისას, ვეგჰორსტს სულელი უწოდა. ჟურნალისტმა […]
პირს მორგანი: ,,მსაჯს მესი უნდა გაეძევებინა”
ბრიტანელი ჟურნალისტის, პირს მორგანის აზრით, ნიდერლანდებთან შეხვედრაში მსაჯს, მატეო ლაოსს, ლეო მესი უნდა გაეგდო: ,,მესი მოედანზე არ უნდა ყოფილიყო, მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეღო, შემდეგ კი წითელი… ლეომ გუშინ შეურაცხყოფა მსაჯს, მეტოქე გუნდის მწვრთნელსა და ერთ-ერთ ფეხბურთელს მიაყენა. ვფიქრობ, ასეთი რამ რონალდუს რომ გაეკეთებინა, მედიისგან უფრო დიდ ყურადღებას მიიპყრობდა,” – დაწერა მორგანმა ტვიტერის პირად გვერდზე. […]
მესი: ,,ვან გაალი ტრაბახობს, რომ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ, უბრალოდ, მაღალ ფეხბურთელებს გრძელ პასებს აწვდიდნენ”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი გააკრიტიკა: ,,ბევრი დეტალია, რასაც მოედანზე ხვდები… კიდევ ერთხელ ვამბობ, ვან გაალი ტრაბახობს, რომ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მათ, უბრალოდ, მაღალი ფეხბურთელები დააყენეს და მათზე გრძელი პასების კეთება დაიწყეს. გაბრაზებული ვიყავი იმის გამო, რომ ისეთი გამოცდილი მწვრთნელი, როგორიც ვან გაალია, არგენტინის ნაკრების მიმართ […]
“ასეთ მატჩებში FIFA მსგავს მსაჯებს არ უნდა ნიშნავდეს” – ლეო მესი
არგენტინა ნიდერლანდების მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ანგარიშის გარდა, ამაზე ნაჩვენები ყვითელი ბარათებიც ნათლად მიუთითებს. მატჩის მთავარი არბიტრი მატეო ლაოსი ფეხბურთელების მიმართ გაფრთხილებებს არ იშურებდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამის საშუალებას თავად მოთამაშეებიც აძლევდნენ. შეხვედრაში აშკარა უხეშობების გარდა, ხშირი იყო გაწევ-გამოწევა. ნიდერლანდურ-არგენტინულ დაპირისპირებაში მატეო ლაოსმა 16 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა. როგორც ჩანს, ლეო მესი […]