,,პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, პარიზული გუნდის თავდამსხმელზე, ლეო მესიზე, ისაუბრა: ,,მესის გადმოსვლასთან დაკავშირებული სიახლე სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მე ვიხილე მარადონა, ახლა კი, მე, არგენტინელმა, ვიმუშავე მესისთან ერთად და მასთან ერთი წელი გავატარე. რა თქმა უნდა, გამიმართლა. ყველასთვის, ვისაც ეს სპორტი უყვარს, საუკეთესოებთან მუშაობის შესაძლებლობა, დიდი წყალობაა. ჩემთვის მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, […]