მესი: ,,პირველ დღეს, როცა ანრი გასახდელში შემოვიდა, მისთვის თვალებში ჩახედვა ვერ გავბედე”
,,ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ კატალონიური გუნდის გასახდელში ტიერი ანრის პირველად დანახვით შოკირებული დარჩა: ,,პირველ დღეს, როცა ანრი გასახდელში შემოვიდა, მისთვის თვალებში ჩახედვა ვერ გავბედე. ვიცოდი, რას აკეთებდა ინგლისში და ახლა უცებ ერთ გუნდში აღმოვჩნდით. მისით აღფრთოვანებული ვიყავი, მომწონდა როგორ მოქმედებდა და როგორ ამთავრებდა თამაშს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივი იყო,” […]
დუშან ტადიჩმა ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესა
ამსტერდამის ,,აიაქსის” შემტევმა, დუშან ტადიჩმა, ერთ კალენდარულ წელს შესრულებული საგოლე გადაცემის რაოდენობით ლეო მესის რეკორდი გააუმჯობესა. ერედივიზიონის მე-16 ტურში სერბმა ფეხბურთელმა 2021 წელს 37-ე ასისტი მიითვალა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდის ავტორი არგენტინელი ვარსკვლავი იყო, რომელმაც 2011 წელს თანაგუნდელებს 36-ჯერ გაატანინა. ტადიჩი ,,აიაქსში” 2018 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 33 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ამსტერდამული […]
მესი Vs. პრემიერ ლიგა | როგორია ლეოს სტატისიკა ინგლისურ გუნდებთან
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგებით ერთმანეთს “პსჟ” და “მანჩესტერ იუნაიტედი” შეხვდებიან. ფეხბურთის გულშემატკივარი კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დაპირისპირებას კიდევ ერთხელ იხილავს. საინტერესოა, თუ როგორია “პსჟ”-ს არგენტინელი ვარსკვლავის სტატისტიკა ინგლისური გუნდების წინააღმდეგ. კარიერის განმავლობაში ლეოს პრემიერ ლიგის წარმომადგენელთან 35-ჯერ უთამაშია, სადაც 27 გოლის გატანა მოახერხა. ყველაზე მეტჯერ (9) მესიმ “არსენალის” კარი აიღო. რაც შეეხება […]
ლეო მესის თერთმეტმეტრიანი ბრიუგეს წინააღმდეგ | VIDEO
მესის ულამაზესი გოლი ბრიუგეს კარში | VIDEO
ბარსელონაში მესის სასტუმროს ანგრევენ
“პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელი სუპერვარსკვლავისათვის გასული კვირა ფანტასტიკურად დაიწყო – ლეო მესი სარეკორდო, მეშვიდე ოქროს ბურთის მფლობელი გახდა, თუმცა უსიამოვნო სიახლეც მალე გავრცელდა. ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონაში ლეო მესის კუთვნილ სასტუმროს ანგრევენ. აღსანიშნავია, რომ 77 ოთახიანი სასტუმროს შეძენა მესის 30 მილიონი ევრო დაუჯდა. El Confidencial-ის მტკიცებით, “კამპ ნოუს” სიახლოვეს მდებარე სასტუმრო სტანდარტებს ვერ […]
ოქროს ბურთის გამოკითხვა – ვინ ვის მისცა ხმა?
,,ოქროს ბურთის” წლევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობა მედიის 170-მა წარმომადგენელმა მიიღო. გთავაზობთ გამორჩეული საფეხბურთო ქვეყნების ჟურნალისტების რჩეულებს: ბრაზილია – კლებერ მაშადუ TV Globo დე ბრუინე ჟორჟინიო მბაპე ლუკაკუ ნეიმარი არგენტინა – ენრიკე კიკე ვოლფი ESPN ლეო მესი კარიმ ბენზემა კრიშტიანუ რონალდუ ლუის სუარესი პედრი გერმანია – კარლ-ჰაინც ვილდი Kicker რობერტ ლევანდოვსკი ლეო მესი კილიან მბაპე კრიშტიანუ რონალდუ […]
ოქროს ბურთის გამოკითხვა – ვის მისცა ხმა ქართველმა ჟურნალისტმა?
,,ოქროს ბურთის” წლევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის 170-მა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორისაა ქართველი ჟურნალისტი – ზურაბ ფოცხვერია (სარბიელი), რომელმაც ხმები ასე გადაანაწილა: რობერტ ლევანდოვსკი ქარიმ ბენზემა კრიშტიანუ რონალდუ ლეო მესი ჟორჟინიო წელს მესიმ კარიერაში მეშვიდე ,,ოქროს ბურთი” მოიპოვა. გამოკითხვაში ლეომ 613 ხმა მიიღო და მეორეადგილოსან რობერტ ლევანდოვსკის 33 ხმით აჯობა. ხუთეულში, ასევე, ჟორჟინიო, […]
ხავი: ,,როცა ისინი ხსნიან კონვერტს და ამბობენ, რომ მესიმ მოიგო, ეს სამართლიანია”
კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი ,,ოქროს ბურთის” წლევანდელ დაჯილდოებას გამოეხმაურა: ,,ვფიქრობ, ეს საფეხბურთო სამართლიანობაა. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ყველა დროის საუკეთესოც. მან მეშვიდე ჯილდო დაიმსახურა, ეს უდავოა. ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ოქროს ბურთს ლევანდოვსკი ან ვინმე სხვა იმსახურებდა, მაგრამ ასეთი საუბრები ყოველ წელსაა… როცა ისინი ხსნიან კონვერტს და ამბობენ, რომ მესიმ მოიგო, ეს სამართლიანია,” […]
ოქროს ბურთის დაჯილდოვების შემდეგ ლეო მესის გასტროენტერიტი დაემართა
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკლავს და მეშვიდე ოქროს ბურთის მფლობელ – ლეო მესის, ოქროს ბურთის დაჯილდოვებიდან 24 საათზე ნაკლებში გასტროენტერიტი დაემართა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს ვერ ითამაშებს იგი. გასტროენტერიტი – ხშირი მდგომარეობაა, როდესაც კუჭი და ნაწლავები ხდება ანთებითი. ეს ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციებით. მისი ყველაზე ხშირი სიმპტომებია ღებინება და ფაღარათი. სწორედ ამ ფაქტის გამო, […]
კროოსი | მესის ოქროს ბურთი საერთოდ არ დაუმსახურებია
“რეალ მადრიდის” ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ოქროს ბურთის 2021 წლის დაჯილდოების გამარჯვებულ, ლეო მესიზე ისაუბრა. “ეს აბსოლუტურად დაუმსახურებელია.” “ეჭვგარეშეა, რომ მესი, რონალდუსთან ერთად, გასული ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ წელს, ლეოზე წინ სხვები უნდა ყოფილიყვნენ. ჩემთვის, თუ საუკეთესო ინდივიდუალურ ფეხბურთელს ეძებთ, ნომერ პირველი კარიმ ბენზემა იყო. მე შემიძლია ახლოს დავინახო, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია ის. როდესაც […]
მესი ლევანდოვსკიზე | 2020 წელს ოქროს ბურთი შენ დაიმსახურე
2021 წლის ოქროს ბურთის ჯილდოს მოგების შემდეგ, ლეო მესიმ მთავარი კონკურენტის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა. არგენტინელმა აღნიშნა, რომ მთავარი ინდივიდუალური პრიზი გასულ წელს სწორედ პოლონელმა თავდამსხმელმა დაიმსახურა. “მინდა აღვნიშნო, რომ რობერტთან კონკურენცია ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვფიქრობ, France Football-მა კუთვნილი ოქროს ბურთი 2020 უნდა გადმოგცეს, რადგან შენ ეს დაიმსახურე,” – თქვა ლეომ. გეტყვით, რომ ლეო […]