ზუსტად 10 წლის წინ: მესის საოცარი გოლი რეალის კარში (ვიდეო)
5 წლიანი კონტრაქტი და თანხმობა ხელფასის 50%-ით შემცირებაზე | მესი ახალ კონტრაქტზე დათანხმდა
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული გამოცემის “ESPN”-ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავი – ლეო მესი, ესპანურ გრანდთან კონტრაქტს თვის ბოლოს გაახანგრძლივებს. ლეო მესი დათანხმდა, რომ დარჩეს “ბარსელონაში” კიდევ 5 წლით, ანუ 2026 წლამდე. ამასთან ერთად, მესი ხელფასის 50%-ით შემცირებაზეც თანახმაა. მესის ,,ბარსელონასთან” არსებული კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი ყიდვით […]
ფრანგული პრესა – როდის შედგება მესის დებიუტი პსჟ-ში
,,პარი სენ ჟერმენის” ახალწვეული, ლეო მესი ,,სტრასბურგთან” საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში არ ითამაშებს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არგენტინელი ჯერჯერობით ოპტიმალურ ფორმაში არ არის და მისი დებიუტი 29 აგვისტომდე ნაკლებსავარაუდოა – 29-ში პარიზელები ჩემპიონატის მე-4 ტურში ,,რეიმსს” ესტუმრებიან. ,,როდის ვიხილავთ მესის მოედანზე? მას შემდეგ, რაც ლეომ ერთი თვის წინ კოპა ამერიკის ბოლო მატჩში […]
სამუელ ეტო’ომ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, სამუელ ეტო’ო ,,ოქროს ბურთისთვის” ბრძლაში მთავარ ფავორიტად ლეო მესის მიიჩნევს: ,,ჩემთვის ,,ოქროს ბურთის” გამარჯვებული ყოველთვის მესია. ლეო მომწონს, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ის ნომერ პირველია. მესი ჩემს შვილსაც უყვარს. ასევე, დიდი ხანია მომწონს ქარიმ ბენზემა, მაგრამ ყოველთვის, ნებისმიერ გამოკითხვაში, ლეოს ავირჩევდი,” – განაცხადა ეტო’ომ. წელს ,,ოქროს […]
მესი: ,,პირველ დღეს, როცა ანრი გასახდელში შემოვიდა, მისთვის თვალებში ჩახედვა ვერ გავბედე”
,,ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ კატალონიური გუნდის გასახდელში ტიერი ანრის პირველად დანახვით შოკირებული დარჩა: ,,პირველ დღეს, როცა ანრი გასახდელში შემოვიდა, მისთვის თვალებში ჩახედვა ვერ გავბედე. ვიცოდი, რას აკეთებდა ინგლისში და ახლა უცებ ერთ გუნდში აღმოვჩნდით. მისით აღფრთოვანებული ვიყავი, მომწონდა როგორ მოქმედებდა და როგორ ამთავრებდა თამაშს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივი იყო,” […]
არგენტინა ესტონეთთან მესის გოლით დაწინაურდა | VIDEO
რეიმსთან მატჩს მესი და მბაპე გამოტოვებენ
ხვალ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში ,,პსჟ” ,,რეიმსს” ესტუმრება. პარიზული გუნდის განაცხადში ლეო მესი და კილიან მბაპე ვერ მოხვდნენ. ფრანგული მედიის ცნობით, მესის კუნთი აწუხებს, თუმცა დაზიანება სერიოზული არ არის. არგენტინელის ჯანმრთელობის შესახებ დამატებით ინფორმაცია კვირას გავრცელდება. რაც შეეხება მბაპეს, კილიანი გულის პრობლემებთან დაკავშირებით გამოჯანმრთელების პროცესს გადის. მესი და მბაპე ოთხშაბათს ,,ბენფიკასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში […]
მარიმ პირს მორგანი ,,გამოიწვია”, ჟურნალისტმა ჩოგბურთელს უპასუხა
უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა, ენდი მარიმ, მექსიკასთან მატჩში ლეო მესის გოლის შემდეგ, ბრიტანელ ჟურნალისტს, პირს მორგანს, ტვიტერის პოსტით ,,დასცინა”. მორგანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კრიშტიანუ რონალდუსთან ინტერვიუ ჩაწერა, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ პორტუგალიელს მიიჩნევს. მარიმ ტვიტერის პირად გვერდზე მესის ფოტო დადო, დაწერა ,,Oops” და პირს მორგანი მონიშნა: მარის პოსტზე ჟურნალისტის პასუხმაც არ დააყოვნა: ,,ვხვდები, რატომ […]
მესი: ,,სანაკრებო კარიერის დასრულებას არ ვაპირებ, როგორც ჩემპიონს, თამაშის გაგრძელება მინდა”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ისაუბრა. 35 წლის ფეხბურთელის თქმით, სანაკრებო კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს. ,,გასაოცარია, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. ძალიან მინდოდა გამარჯვება, ვიცოდი, ღმერთი ამის საშუალებას მომცემდა, ამის განცდა მქონდა. ახლა შეგვიძლია, გამარჯვებით ვიმხიარულოთ. ეს დიდი ხნის ნანატრი თასია და ნახეთ, რა მშვენიერია! ბევრი რამის გავლა მოგვიწია, მაგრამ […]
“დაბრუნებით უზომოდ ბედნიერი ვარ” – კრიშტიანუ რონალდუ
საუდის არაბეთში კრიშტიანუ რონალდუს დებიუტი შედგა. “მეფე ფაჰდის სტადიონზე” “ალ-ჰილალისა” და “ალ-ნასრის” საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდა. ალ აჰლი & ალ ჰილალი 4:5 პსჟ (მიმოხილვა) კრიშტიანუ რონალდუს დუბლი პსჟ-ს წინააღმდეგ | VIDEO მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა – ჯამში მაყურებელმა 9 გოლი იხილა. საბოლოოდ, საუკეთესო თერთმეტეული პარიზულ გრანდთან […]
მცირე დეტალი, თუ დიდი დაბრუნება? – მესიმ ბარსას ფანები აღაფრთოვანა
კატალონიური გრანდის ფანებს მტკიცედ სწამთ, რომ ლეო მესი კვლავ “ბლაუგრანას” მაისურს მოირგებს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის დაბრუნების იმედს ფანები არ კარგავენ – მესის მიერ Instagram-ზე განხორციელებულმა მცირე ცვლილებამ კი გულშემატკივრებს კიდევ უფრო დიდი იმედი ჩაუსახა. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, ლეო მესიმ “Highlights”-ში, FCB – ანუ “ბარსელონა” დააბრუნა, რომელიც პარიზულ გრანდში გადასვლის შემდეგ წაშლილი ჰქონდა. განყოფილებებში ასევე გვხვდება “Selección” […]
ფაბრიციო რომანო: მესი ინტერ მაიამის ფეხბურთელია
ლეო მესი კარიერას ,,ინტერ მაიამიში” გააგრძელებს. ინფორმაიას იტალიელი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, არგენტინელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ამის შესახებ მალე თავად განაცხადებს. მესი, რომელმაც ბოლო ორი სეზონი ,,პარი სენ ჟერმენში” გაატარა, MLS-ში თამაშს მომავალი სეზონიდან დაიწყებს. 35 წლის ფეხბურთელს, ამერიკული გუნდის გარდა, ,,ალ ჰილალსა” და კატალონიის ,,ბარსელონასაც” უკავშირებდნენ.