,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ,,ნანტთან” მოგებული მატჩის შემდეგ, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,ხასიათი გამოვავლინეთ და ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ. პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო, თუმცა, სამწუხაროა, რომ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ. რაც შეეხება მესის, ჩემი აზრით, ის არ ნერვიულობდა იმაზე, რომ ჩემპიონატში გოლი ვერ გაჰქონდა. ლეო დიდი ჩემპიონი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მან იცის, […]