არგენტინული კლუბი ლეო მესის უნიკალურ კადრებს ავრცელებს | VIDEO
არგენტინული კლუბი “ნიუელსი” ლეო მესის ვიდეოს აქვეყნებს. კლუბის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს არის არგენტინელი სუპერვარსკვლავის პირველი ინტერვიუ. “ნიუელსის” სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მაისურით ჩატარებულ 176 შეხვედრაში, მესიმ 234 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც კატალონიური გრანდის აკადემიაში ჩაირიცხა. “ნიუელსის” ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე, ლეო მესის პირველი ინტერვიუს ამსახველი კადრები გავრცელდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, პატარა მესი გატანილი გოლების შესახებ […]
ხავიმ ლეო მესისთან შემდგარი მიმოწერა გაასაჯაროვა
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ხავიმ ლეო მესისთან შემდგარი მიმოწერა გაასაჯაროვა. გასულ პარასკევს, კატალონიურ გრანდში მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნებულ ხავის კლუბის ლეგენდამ წარმატება უსურვა. რონალდ კუმანის გათავისუფლებიდან სამი დღის შემდეგ, “ბარსელონას” წარმომადგენლებმა ხავის რთული მისია დააკისრეს. წარდგენის ცერემონიალის დროს, ხავიმ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ მესისგან მხარდაჭერის შემცველი შეტყობინება მიიღო. “ლეო მესიმ მომწერა […]
მესი – ბარსელონაში ტექნიკური დირექტორის სტატუსით დაბრუნება მსურს
პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ლეო მესის “ბარსელონაში” ტექნიკური დირექტორის სტატუსით დაბრუნება სურს. “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი მიესალმება იდეას, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, კატალონიურ გრანდში დაბრუნდეს. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა უკვე განაცხადა, რომ სამომავლოდ “ბლაუგრანას” მაღალი რგოლის მენეჯმენტში საკუთარი თავის ხილვა სურს. “დიახ, ადრეც აღვნიშნე, რომ “ბარსელონაში” დაბრუნება მსურს. მზად ვარ კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. მინდა საკუთარი შესაძლებლობები […]
2018 წლიდან საჯარამოს გარედან გატანილი გოლების რაოდენობით დეპაი მხოლოდ მესის ჩამორჩება
ლა ლიგის მე-12 ტურში კატალონიის ,,ბარსელონამ” ,,ალავესს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრაში თავი გამოიჩინა მემფის დეპაიმ, რომელმაც გოლის გატანა საჯარიმოს გარედან შეძლო. 2018 წლიდან ნიდერლანდელმა შიდაჩემპიონატში შორეული დარტყმით მე-13 გოლი გაიტანა, რითაც ,,ნაპოლის” შემტევს დრის მერტენსს გაუთანაბრდა. Top 5 ლიგაში საჯარიმოს გარედან გატანილი გოლების რაოდენობით ახლა დეპაი მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე […]
პოჩეტინომ განმარტა, რატომ შეცვალა მესი ლილთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ისაუბრა ლეო მესის მდგომარეობაზე, რომელიც სპეციალისტმა ,,ლილთან” მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, მოედნიდან გაიყვანა: ,,სიახლე მესის შესახებ? უნდა დაველოდოთ, შესვენებაზე ექიმებთან ვისაუბრეთ. მისი ცვლილება სიფრთხილით იყო გამოწვეული, მას თამაშის გაგრძელება არ შეეძლო. იმედი გვაქვს, ლეოს სერიოზული არაფერი სჭირს და მომავალ მატჩში თამაშს შეძლებს,” – განაცხადა პოჩეტინომ. ფრანგული პრესის ცნობით, […]
2021 წლის საუკეთესოები: ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაზე მეტი გოლი გააქვთ
პრესტიჟული ევროპული სტატისტიკური გამოცემა Transfermarkt.com-მა 2021 წლის მსოფლიოს ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელების სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც ტოპ 5 ჩემპიონატს შორის ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელების ჩამონათვალია მოყვანილი. ამ რეიტინგში ფეხბურთელები ყველა საკლუბო და სანაკრებო ტურნირის ჯამში ჩატარებულ შეხვედრებში გატანილი გოლების რაოდენობით და საშუალოდ ერთ შეხვედრაში გატანილი გოლის კოეფიციენტის მიხედვით არიან განაწილებულნი. ათკაციან სიას მიუნხენის “ბაიერნის” და პოლონეთის ნაკრების […]
მესის შეტევა მოედანზე შევარდნილმა ქომაგმა ჩაუშალა | VIDEO
სუარესმა ოქროს ბურთის მოგების ფავორიტი დაასახელა
მადრიდის ,,ატლეტიკოს” თავდამსხმელის, ლუის სუარესის თქმით, წელს ,,ოქროს ბურთს” მოგებას ლეო მესი იმსახურებს: ,,ვფიქრობ, ,,ოქროს ბურთი” ლეომ დაიმსახურა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ,,ბარსელონამ” მხოლოდ ესპანეთის თასი მოიგო, მას ინდივიდუალურად შესანიშნავი წელი ჰქონდა. მესიმ ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ყველაზე მეტი ასისტი მიითვალა, მოიგო კოპა ამერიკა, სადაც ბომბარდირი გახდა. ეს ყველაფერი მის შანსებს ზრდის. […]
სამუელ ეტო’ომ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, სამუელ ეტო’ო ,,ოქროს ბურთისთვის” ბრძლაში მთავარ ფავორიტად ლეო მესის მიიჩნევს: ,,ჩემთვის ,,ოქროს ბურთის” გამარჯვებული ყოველთვის მესია. ლეო მომწონს, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. ის ნომერ პირველია. მესი ჩემს შვილსაც უყვარს. ასევე, დიდი ხანია მომწონს ქარიმ ბენზემა, მაგრამ ყოველთვის, ნებისმიერ გამოკითხვაში, ლეოს ავირჩევდი,” – განაცხადა ეტო’ომ. წელს ,,ოქროს […]
რომის პაპმა მესის საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა
რომის პაპმა, ფრანცისკემ, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელს, ლეო მესის, ავტოგრაფიანი მაისურის გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა: ,,ძვირფასო ძმაო, მადლობას გიხდი მაისურისთვის, რომელიც გამომიგზავნე. მადლობა, რომ ასეთ ადამიანად რჩები. ღმერთმა დაგლოცოს! შეგიძლია, ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს.” რომის პაპს მესის საჩუქარი ვატიკანში ვიზიტზე მყოფმა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ჟან კასტექსმა, გადასცა. ფრანცისკე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, ის არგენტინულ […]
ლეო მესიმ ურუგვაის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური გოლი გაუტანა | VIDEO
მესი: ,,პსჟ ჩემპიონთა ლიგის სხვა ფავორიტებზე ერთი ნაბიჯით უკანაა”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელის, ლეო მესის თქმით, პარიზული გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარი მიზანია: ,,აქ ამაზე ყველა ოცნებობს. ,,პსჟ” ამ მიზნისთვის რამდენიმე წელია იბრძვის და ბოლო დროს მოგებასთან ახლოს იყო. ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ მსურს, ამაზე ,,ბარსელონაში” თამაშის პერიოდშიც ვსაუბრობდი. ეს ძალიან კარგი ტურნირია, სადაც გამარჯვების მოპოვება რთულია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს ამის […]