მესიმ ლა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში “ბარსელონამ” შინ “ატლეტიკო” 2:0 დაამარცხა. კატალონიელთა შემადგენლობაში გოლების გატანა მესიმ და სუარესმა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ლეომ ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. არგენტინელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლა ლიგაში 335 მატჩი მოიგო.
დიბალა: “რონალდუს ვუთხარი, რომ არგენტინაში ის გვძულს”
“იუვენტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაულო დიბალამ აღნიშნა, რომ არგენტინაში კრიშტიანუ რონალდუ სძულთ. “ბიანკონერის” ვარსკვლავის მტკიცებით, აღნიშნულის შესახებ რონალდუს უკვე ესაუბრა. “რონალდუს ვუთხარი: კრიშტიანუ, არგენტინაში გვძულხარ – იმის გამო თუ ვინ ხარ, როგორი ფიგურა გაქვს და როგორ დადიხარ. სიმართლე ისაა, რომ შენ მე გამაოცე – სრულიად განსხვავებული რონალდუ აღმოგაჩინე.” კრიშტიანუ რონალდუს პარალელურად, პაულო დიბალამ კომენტარი მის თანამემუმალეზეც […]
ვინ იქნებოდნენ “ოქროს ბურთის” მფლობელები, რომ არა მესი და რონალდუ
თანამედროვე ფებურთის ეპოქას თავისუფლად შეგვიძლია მესი-რონალდუს ეპოქა ვუწოდოთ. ისინი არიან ორი ბრწყინვალე მოთამაშე, რომლებმაც ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი სამუდამოდ დაიკავეს. მესისა და რონალდუს მიღწევების, მათი რეკორდების, მოგებული ტიტულების თუ ინდივიდუალური ჯილდოების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. როგორც ცნობილია, “ბარსელონას” არგენტინელ სუპერვარკვლავს “ოქროს ბურთის” ჯილდო კარიერაში ექვსჯერ აქვს მიღებული, ხოლო “იუვენტუსის” პორტუგალიელ თავდამსხმელს – ხუთჯერ. მესიმ და […]
1 მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირებების პირველი მატჩები დასრულდა, სადაც კატალონიის “ბარსელონამ” “ლივერპული” ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა ლეო მესისა და ვირჯილ ვან დაიკის დაპირისპირება, რომლებიც კარიერის ერთ-ერთ სეზონს ატარებენ. როგორც გამოჩნდა, ვირჯილ ვან დაიკმა ლეო მესის შეჩერება ვერ შეძლო და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა: “როდესაც მესის ეთამაშები […]
მესის და რონალდუს გასაოცარი 3D კომპოზიცია (ფოტო/ვიდეო)
ლიეტუველმა ხელოვანმა სხვადასხვა პროდუქტებისგან და რესტორნის ინვენტარისგან კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის გასაოცარი 3D კომპოზიცია შექმნა. View this post on Instagram Dinner for @cristiano and @leomessi ♡ #GoVilnius #Reserved4RonaldoMessi #RonaldoMessi #Ronaldo #Messi#ChristianoRonaldo #LeoMessi #foodart #dinner A post shared by Jolita Vaitkutė (@jolitavaitkute) on Sep 9, 2019 at 2:02am PDT
მესის 50-ე ჰეთ-თრიკი კარიერაში (ვიდეო)
მესის საშინელი სტატისტიკა ბოლო 10 მეოთხედფინალში
კატალონიის “ბარსელონა” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება. “ბლაუგრანას” კაპიტანს, ლეო მესის ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 მეოთხედფინალში ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს – 0 გოლი და 1 ასისტი. არგენტინელი შარშან “რომასთან”, 2017 წელს “იუვენტუსთან”, 2016 და 2014 წლებში კი “ატლეტიკოსთან” ვერ იყო შედეგიანი. რაც შეეხება ერთადერთ საგოლე გადაცემას, მესიმ ის 2015 წელს, “პსჟ”-სთან შეასრულა.
ლეო მესი ელ-კლასიკოსა და ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ დაიმტვრა (ვიდეო)
მესი და ბარსელონა – მადლობა მოგონებებისთვის | VIDEO
სენსაციური ინფორმაციის თანახმად, რომელიც “ბარსელონას” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, ლეო მესიმ კატალონიური გრანდი დატოვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონასა” და მესის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ლა ლიგის ფინანსური და ეკონომიკური რეგულაციების გათვალისწინებით, კონტრაქტის გახანგრძლივება შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიურ გრანდში ლეო მესის ეპოქა დასრულდა. გავლენიანი სპორტული ტაბლოიდი Bleacher Report მესის გარშემო […]
მესი: ,,ბრაზილიაში ბრაზილიის წინააღმდეგ, უკეთესი მომენტი არ არსებობს”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, კოპა ამერიკის მოგებაზე ისაუბრა: ,,ბევრი წლის განმავლობაში ამ ტიტულის მოგებასთან ახლოს ვიყავით და ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ეს მოხდებოდა. კოპა ამერიკის მოგება ბრაზილიაში ბრაზილიის ნაკრების დამარცხებით შევძელით. ბედნიერებას, რომელსაც ახლა ვგრძნობ წარმოუდგენელი და ყოვლისმომცველია, რადგან აქამდე წაგებისა და იმედგაცრუების მოთმენა მომიწია. უკეთესი მომენტი არ არსებობს. ამ გუნდმა მოგება ნამდვილად […]
საჩუქრად ლუდი ყველა იმ მეკარეს, რომელსაც მესიმ ბარსელონაში გოლი გაუტანა
როგორც მოგეხსენებათ, მესიმ რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” მაისურით 644-ე გოლი გაიტანა, რითაც პელეს რეკორდი გააუმჯობესა. “ბუდვაიზერმა” ამ ფაქტის აღსანიშნავად ყველა იმ მეკარეს, რომლის კარი მესიმ კატალონიური კლუბის მაისურით აიღო, ბოთლი ლუდი გაუგზავნა. ლუდის კომპანიამ 160 უნიკალური ბოთლი განსაკუთრებულად შეფუთა, თითოეულ მათგანზე კი შესაბამისი რიცხვი დააწერა. “644 გოლი = მესის მაგიის 644 ეპიზოდს,” – წერს ბუდვაიზერი. […]
მესი კოპა ამერიკის თასთან ერთად – ყველაზე პოპულარული სპორტული ფოტო ინსტაგრამზე
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის, კოპა ამერიკის თასთან ერთად გადაღებული სურათი ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული სპორტული ფოტო გახდა. ინფორმაციას Marca ავრცელებს. პოსტს ამ ეტაპზე 20 მილიონზე მეტი მოწონება აქვს. აქამდე ყველაზე პოპულარული ფოტო კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა – პორტუგალიელმა დიეგო არმანდო მარადონას სიკვდილის დღეს ლეგენდარულ არგენტინელთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელიც 19.9 მილიონმა ადამიანმა მოიწონა. […]