დიდი ტრანსფერის მოლოდინში – პარი სენ ჟერმენმა 10 აგვისტოსთვის ეიფელის კოშკი დაჯავშნა
,,პარი სენ ჟერმენი” კიდევ ერთი დიდი ტრანსფერისთვის ემზადება – Marca-ს ინფორმაციით, პარიზულმა გუნდმა 10 აგვისტოსთვის ეიფელის კოშკი დაჯავშნა, რასაც ესპანური გამოცემა მესის წარდგენას უკავშირებს. 2017 წელს ,,პსჟ-მ” ნეიმარის ტრანსფერი გულშემატკივარს სწორედ ეიფელის კოშკიდან ამცნო, რაც კლუბს 300 ათას ევრომდე დაუჯდა. ფრანგული პრესის ცნობით, არგენტინელი, რომელიც პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს […]
მესი ხვალ კამპ ნოუზე პრესკონფერენციას გამართავს
ლეო მესი ხვალ კატალონიის ,,ბარსელონას” სტადიონზე, ,,კამპ ნოუზე” პრესკონფერენციას გამართავს. არგენტინელი სიტყვით თბილისის დროით 14:00 საათზე გამოვა. 5 აგვისტოს ,,ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი ლეოს ახალ ხელშეკრულებას ლა ლიგაში არსებული შეზღუდვების გამო ვერ უფორმებდა. დღეს ,,პსჟ-ის” მფლობელის, თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანის ძმამ, ხალიდ ბინ ჰამად ალ თანიმ, ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ […]
ცნობილია კონტრაქტის დეტალები, რომელიც პარი სენ ჟერმენმა მესის შესთავაზა
ლეო მესი ,,პარი სენ ჟერმენში” გადასვლასთან ახლოსაა. ფრანგული პრესის ცნობით, არგენტინელი, რომელიც პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 50 მილიონ ევროს მიიღებს. დღეს ,,პსჟ-ის” მფლობელის, თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანის ძმამ, ხალიდ ბინ ჰამად ალ თანიმ, ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ მესისა და ,,პარი […]
მესი და ბარსელონა – მადლობა მოგონებებისთვის | VIDEO
სენსაციური ინფორმაციის თანახმად, რომელიც “ბარსელონას” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, ლეო მესიმ კატალონიური გრანდი დატოვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონასა” და მესის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ლა ლიგის ფინანსური და ეკონომიკური რეგულაციების გათვალისწინებით, კონტრაქტის გახანგრძლივება შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიურ გრანდში ლეო მესის ეპოქა დასრულდა. გავლენიანი სპორტული ტაბლოიდი Bleacher Report მესის გარშემო […]
ბარსელონა | ორმხრივი თანხმობის მიუხედავად, მესის დარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, ლეო მესიმ “ბარსელონა” დატოვა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ფინანსური და ეკონომიკური ასპექტების გამო (იგულისხმება ლა ლიგის რეგულაციები) კონტრაქტის გახანგრძლივება შეუძლებელია. მომხდართან დაკავშირებით, კატალონიურმა გრანდმა ოფიციალური მოხსენება გაავრცელა: “მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა და ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწიეს და ორივე მხარემ კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი დააფიქსირა, ფინანსური […]
ეპოქის დასასრული – მესიმ ბარსელონა დატოვა!
გავლენიანი ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესიმ “ბარსელონა” დატოვა. არაერთი წყაროს მტკიცებით, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. თავდაპირველი ცნობების თანახმად, მესის წარმომადგენელსა და “ბარსელონას” შორის დაწყებული მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. არგენტინელ სუპერვარსკვლავს კატალონიური გრანდის გაძლიერება და გუნდში ახალი ვარსკვლავების ხილვა სურდა, მაგრამ “ბლაუგრანას” მესვეურებმა ტოპ-ტრანსფერების განხორციელება ვერ […]
კონტრაქტის გაფორმებამდე, მესი ბარსელონასთან ერთად არ ივარჯიშებს
ლეო მესი ,,ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებამდე გუნდთან ერთად არ ივარჯიშებს. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. გამოცემის ცნობით, არგენტინელი კატალონიური კლუბის ბაზაზე ხვალ, 2 აგვისტოს, კოპა ამერიკის ორ ფინალისტთან, სერხიო აგუეროსთან და ემერსოთან ერთად უნდა მისულიყო. თუმცა, მანამ, სანამ ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება, ლეო ,,სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” არ გამოცხადდება. ახლა 32 წლის ფეხბურთელი ოჯახთან, სესკ ფაბრეგასთან და […]
ლა ლიგის პრეზიდენტი: ,,მხოლოდ იმიტომ, რომ მესი ბარსელონაში დარჩეს, წესებს ვერ შევცვლით”
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ლეო მესის ,,ბარსელონაში” შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა: ,,მესისთან დაკავშირებით ,,ბარსელონას” ხელმძღვანელობას ვესაუბრე, ვიკითხე, როგორ მიდის საქმე. მათ იმედი აქვთ, რომ მესი დარჩება, მაგრამ ხელფასს შეიმცირებს. მე მხოლოდ ასეთ ინფორმაცია მაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ იმიტომ, რომ მესი ,,ბარსელონაში” დარჩეს, წესებს ვერ შევცვლით,” – ტებასის სიტყვებს Marca ციტირებს. ლა ლიგის წესდების […]
ფეხბურთის მეფეს ჭადრაკის დედოფლისგან – მესის გაფრინდაშვილი სიმბოლურ, სამეფო საჩუქარს გადასცემს
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ჭადრაკის საერათაშორისო ფედერაცია 1924 წელს საფრანგეთის დედაქლაქ პარიზში დაფუძნდა, 1961 წლიდან კი ჭადრაკის საერთაშორისო დღე მთელს მსოფლიოში აღინიშნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საჭადრაკო საერთაშორისო ფედერაციის (ფიდეს) ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელები და ლეგენდარული მოჭადრაკეები. ამავე დროს, ღონისძიებაზე საგანგებოდ ლიონელ მესისთვის დამზადებული საჩუქარი წარადგინეს. „ბარსელონასა“ და არგენტინის […]
არგენტინული ალეი-ოპი – მესის პასი და პაპუ გომესის ჩატენვა | VIDEO
მესი კოპა ამერიკის თასთან ერთად – ყველაზე პოპულარული სპორტული ფოტო ინსტაგრამზე
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის, კოპა ამერიკის თასთან ერთად გადაღებული სურათი ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული სპორტული ფოტო გახდა. ინფორმაციას Marca ავრცელებს. პოსტს ამ ეტაპზე 20 მილიონზე მეტი მოწონება აქვს. აქამდე ყველაზე პოპულარული ფოტო კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა – პორტუგალიელმა დიეგო არმანდო მარადონას სიკვდილის დღეს ლეგენდარულ არგენტინელთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელიც 19.9 მილიონმა ადამიანმა მოიწონა. […]
კუმანი ,,ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტი მესია”
კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, განაცხადა, რომ ლეო მესი ,,ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში მთავარი ფავორიტია. ,,მესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის გუნდის კაპიტანი და ყველასთვის მისაბაძი ადამიანია. მიუხედავად რთული სტარტისა, ლეომ გასულ სეზონში ბევრი გოლი გაიტანა. მას კოპა ამერიკის მოგება ძალიან უნდოდა, რადგან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა და გამარჯვებას მიჩვეულია. ჩემთვის მესი ,,ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში მთავარი […]