რიგი ფოტოს გადასაღებად – მესისთან სურათი ყველას უნდა (ვიდეო)
მეორე ტურის საუკეთესო გოლისთვის მესი და ტილი იბრძოლებენ | VIDEO
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრებში რამდენიმე ბრწყინვალე გოლი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ლეო მესის და სებასტიენ ტილის გოლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და გულშემატკივართა აღფრთოვანება დაიმსახურა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა და “მანჩესტერ სიტის” კარი ფანტასტიკური გოლით აიღო. არანაკლებ შთამბეჭდავი გამოდგა, სებასტიენ ტილი გოლი, რომელმაც “რეალის” კარი აიღო. Who scored the […]
დანი ალვეშმა მესი გააკრიტიკა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა ლეო მესის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი კოპა ამერიკას აკრიტიკებდა და ბრაზილიელები კორუფციაში დაადანაშაულა. “მეგობარი ყოველთვის მართალი არ არის უბრალოდ იმის გამო, რომ ის შენი მეგობარია. ლეომ ძალიან ბევრი პროფესიონალის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. ვფიქრობ, რომ მესიმ ლაპარაკში უამრავი შეცდომა დაუშვა,” – თქვა დანი ალვეშმა.
კარაგერი: ,,მესიმ ინსტაგრამზე მომწერა და ვირი მიწოდა”
,,ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა, Sky Sports-ის ეთერში, ლეო მესის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე ისაუბრა: ,,მესი ჩემით უკმაყოფილოა. სეზონის სტარტზე ვთქვი, რომ კრიშტიანუ რონალდუს გაფორმება მანჩესტერ იუნაიტედისთვის იდეალური ვარიანტი არ ყოფილა. მაშინ მესის მაგალითი მოვიყვანე, რადგან არ ვფიქრობ, რომ მისი პსჟ-ში გადასვლა პარიზელებისთვის კარგი გარიგებაა… ეს ყველაფერი Monday Night Football-ის ეთერში ვთქვი, შემდეგ კი ინსტაგრამზე თავად […]
მესის ემოცია გერმანიასთან ფინალის მიმოხილვის ყურებისას (ვიდეო)
ლეო მესიმ ლა ლიგაში მე-400 გოლი გაიტანა (ვიდეო)
სუარესი აგუეროს ტრანსფერს ეხმაურება
ინგლისის პრემიერ ლიგაში გატარებული ფენომენალური სეზონების შემდეგ, აგუერომ გამოსამშვიდობებელ მატჩში დუბლი გაიფორმა და “მანჩესტერ სიტის” გულშემატკივარს დაემშვიდობა. სერხიო აგუეროს “ბარსელონაში” გადასვლის თაობაზე, ლუის სუარესმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. კატალონიურ გრანდში გადასვლის თაობაზე, არგენტინელმა ვარსკვლავმა გადაწყვეტილება მარტივად მიიღო. არჩევანის გაკეთებაში აგუეროს ლეოს მესის ფაქტორი დაეხმარა – ასევე პეპ გვარდიოლამ მკაფიო მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ კვლავ “ბარსელონაში” […]
ფაბიან ვარგასის ისტორია ლიონელ მესის შესახებ – არგენტინელი მოედნის გარეთაც ბრწყინავს
“ალმერიას” ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბიან ვარგასმა ლა ლიგაში თამაშის დროს, ლეო მესის შესახებ ერთ-ერთი გამორჩეული ისტორია გაიხსენა. 2010 წელს, “ალმერიასა” და “ბარსელონას” შორის გამართული შეხვედრა კატალონიელებმა 8:0 მოიგეს, თუმცა 41 წლის კოლუმბიელისთვის ეს დღე მაინც დაუვიწყარი გამოდგა. “2010 წელს “ალმერიაში” “ბარსას” წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა. მატჩამდე მეგობრებმა დამირეკეს და მთხოვეს, მათთვის ჩემი მაისური მიმეცა, რათა ის აუქციონზე […]
ლეო მესი ვარჯიშს დაუბრუნდა (ვიდეო)
კატალონიური გრანდის ტრავმირებულმა სუპერვარსკვლავმა ვარჯიში განაახლა. ლეო მესის ვარჯიშის ამსახველი კადრები “ბარსელონამ” Twitter-ზე განათავსა. Good to see you back with the ball, Leo 🤩 pic.twitter.com/Kv38od9jma — FC Barcelona (@FCBarcelona) August 21, 2019
ვარსკვლავები, რომლებიც ინსტაგრამზე ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ
სპორტის სხვადასხვა სახეობის ვარსკვლავები სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებლები არიან. Instagram-ზე განთავსებული პოსტებით კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მეტს გამოიმუშავებს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი Instagram-ზე განთავრებულ ერთ პოსტში $889.000 გამოიმუშავებს. მეორე და მესამე ადგილს ასევე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები იკავებენ. ნეიმარი $704.000 გამოიმუშავებს, ლეო მესი კი Instagram-ზე განთავსებულ ერთ პოსტში $695.000 იღებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენთა ათეულში – 8 ფეხბურთელი, […]
პოგბამ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
“მანჩესტერ იუნაიტედი” 8-წლიანი პაუზის შემდეგ, “ბარსელონას” წინააღმდეგ პირველად ითამაშებს. ინგლისელთა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩამდე მესის შესახებ ისაუბრა. “ლეო ნამდვილად საუკეთესოა. “ბარსელონას” ბევრი მაგარი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ ექსტრაორდინარული არგენტინელი ყველა სხვას აღემატება,” – თქვა პოგბამ Eurosport-თან საუბარში.
ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, სადაც “ბარსელონამ” “ლივერპული” 3:0 დაამარცხა, ლეო მესიმ ჯეიმს მილნერს ვირი უწოდა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის გაღიზიანება ჯეიმს მილნერის მიერ შესრულებულმა უხეშმა ვარდნამ განაპირობა, რის შემდეგადაც მესიმ მილნერს ესპანურად მიმართა. “იგი აშკარად უკმაყოფილო იყო და ესპანურად მესაუბრებოდა. მან “ბურო” დამიძახა. ეს სახელი ითარგმნება, როგორც ვირი. დარწმუნებული ვარ ესპანურ ფეხბურთში დამკვიდრებული ტერმინია […]