ლეო მესი ხავის გაუთანაბრდა – ისინი პირველ ადგილს იყოფენ
ლალიგის 23-ე ტურში “ბარსელონა” “ალავესს” მასპინძლობს. შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო კატალონიური გრანდის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ. აღნიშნული შეხვედრა ლეო მესისთვის 505-ეა ლალიგაში “ბარსელონას” რიგებში. ამ მაჩვენებლით არგენტინელი “ბარსელონას” ყოფილ მოთამაშეს და თანაგუნდელს, ლეგენდარულ ხავი ერნანდეს გაუთანაბრდა. მე-3 ადგილთან სხვაობა ძალიან დიდია. მე-3 ადგილზე ანდრეს ინიესტაა 442 შეხვედრით. ⭐️ ⭐️#Messi ties Xavi atop Barça’s all-time […]
მესი ლევანდოვსკიზე | 2020 წელს ოქროს ბურთი შენ დაიმსახურე
2021 წლის ოქროს ბურთის ჯილდოს მოგების შემდეგ, ლეო მესიმ მთავარი კონკურენტის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა. არგენტინელმა აღნიშნა, რომ მთავარი ინდივიდუალური პრიზი გასულ წელს სწორედ პოლონელმა თავდამსხმელმა დაიმსახურა. “მინდა აღვნიშნო, რომ რობერტთან კონკურენცია ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვფიქრობ, France Football-მა კუთვნილი ოქროს ბურთი 2020 უნდა გადმოგცეს, რადგან შენ ეს დაიმსახურე,” – თქვა ლეომ. გეტყვით, რომ ლეო […]
მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადია | პსჟ-ს კოლოსალური გადასახადები
“პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეული – ლეო მესი, პარიზული გრანდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, გადასახადების გადახდის შემდეგ, ლეო მესი ყოველწლიურად €35 მილიონს მიიღებს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის პარიზულ გრანდში გადასვლამდე, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსით ნეიმარი სარგებლობდა. “პსჟ”-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი ყოველწლიურად €30 მილიონს იღებს – მესამე ადგილს კილიან მბაპე იკავებს, რომელიც €24 მილიონს გამოიმუშავებს. 🚨💰 | NEW: PSG’s […]
UEFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები დაასახელა
UEFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელი კაცისა და ქალის ნომინანტები დაასახელა. UEFA-ს წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ტიტულისთვის ვირჯილ ვან დაიკი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ. UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ტიტულის მოპოვებას კი ამანდინ ანრი, ადა ჰეგერბერგი და ლუსი ბრონზი შეეცდებიან.
IFFHS-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2021 წლის საუეკთესო ფეხბურთელად პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ,,ბაიერნის” თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა. 33 წლის ფორვარდმა გამოკითხვაში 150 ქულა მიიღო და მეორეადგილოსან ლეო მესის 45 ქულით აჯობა. ხუთეულში, ასევე, ჟორჟინიო (40), კევინ დე ბრუინე, (35) მოჰამედ სალაჰი და კილიან მბაპე (ორივეს 20-20 ქულა) მოხვდნენ. მეშვიდე ადგილს დასჯერდა […]
დი მარია: ,,მესიმ მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო”
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა, ანხელ დი მარიამ, კოპა ამერიკის მოგებაზე ისაუბრა. 33 წლის ფეხბურთელი ბრაზილიასთან ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ,,ეს დაუვიწყარია. მესიმ მომილოცა და მითხრა, რომ ეს ჩემი ფინალი იყო. მატჩ-რევანში იმ ფინალისთვის, რომელშიც არ მითამაშია. მადლობელი ვარ ოჯახისა და თითოეული ადამიანის, რომელიც მხარს გვიჭერდა და ასევე, ყველა იმ გიჟის, რომელიც ფინალზე დასასწრებად მოვიდა. […]
მოურინიომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
მოურინიომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისას კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ბრაზილიელი ლეგენდის, რონალდოს უკან დატოვა. გამოცდილმა ბრაზილიელმა სპეციალისტმა ფენომენოსთან 1 წლის განმავლობაში იმუშავა, როცა ის “ბარსელონაში” ბობი რობსონის თანაშემწე იყო. კატალონიურ კლუბში გატარებულ სეზონში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 47 გოლი გაიტანა, რითაც ჟოზე გაკვირვებული დატოვა. “რონალდო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც მინდორზე მინახავს. ვფიქრობ, რომ ტრავმებმა […]
მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები და მათი ოთხფეხა მეგობრები (ვიდეო)
მსოფლიოს 20 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი ცნობილია
Forbes-მა მსოფლიოს 20 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა. არც თუ ისე მოულოდნელად, სიის სათავეში კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი არიან. გასათვალისწინებელია, რომ თანხებში მოცემულია, როგორც კლუბებში მიღებული ხელფასები და ბონუსები, ასევე, სპონსორული კონტრაქტები, ბონუსები და სხვა. TOP 20 ასე გამოიყურება: 1. ლეო მესი – $127 მილიონი ყოველწლიურად მესი ოცეულს ლიდერობს. 2. კრიშტიანუ რონალდუ – $109 […]
მუჰამედ ალი – მესის ინსპირაციის წყარო (ფოტო)
ლეგენდარული მოკრივე – მუჰამედ ალი, ლეო მესის ინსპირაციის წყაროა. არგენტინელ სუპერვარსკვლავს საკუთარ სახლში სპეციალური კუთხე აქვს მოწყობილი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მოკრივის პოსტერებითა და ფოტოებითაა გაფორმებული. მუჰამედ ალის ისტორიული ფოტოები, ბრძოლის დროს გადაღებული კადრები და პოსტერები მესის სავარჯიშო ოთახს ამშვენებს. 📸 — Messi seems to be an admirer of boxing legend, Muhammad Ali, […]
დანი ალვეში მესისთან ვარჯიშზე: “გამასწრო და საკუთარ თავს შევეკითხე – ეს ხუმრობაა?”
დანი ალვეშმა “ბარსელონაში” ლეო მესისთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა. 38 წლის ბრაზილიელი, რომელიც კატალონიურ კლუბში ახლახანს დაბრუნდა, არგენტინელის წინააღმდეგ ვარჯიშებს განსაკუთრებულად იხსენებს. “მახსოვს ერთი ვარჯიში, როდესაც მესი ბურთით ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რაც ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. ცხადია, ეს ხშირად ხდებოდა, მაგრამ კონკრეტულად ეს დღე განსაკუთრებული იყო. გამასწრო. ბუცებზე დავიხედე და საკუთარ თავს ვკითხე – “ეს ხუმრობაა?” […]
L’Equipe – რა თანხას გამოიმუშავებს მესი პსჟ-ში?
ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, ლეო მესისა და ,,პარი სენ ჟერმენის” კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაასაჯაროვა. წყაროს ცნობით, ხელშეკრულების თანახმად, არგენტინელის ანაზღაურება პირველ სეზონში 30 მილიონი ევროა. იმ შემთხვევაში თუ ლეო პარიზში კიდევ ორი წლით დარჩება, ერთგულების ბონუსის სახით 10 მილიონი ევრო დაემატება და მისი ხელფასი 40 მილიონი ევრო იქნება. შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში მესი ,,პარი სენ ჟერმენისგან” […]