კლოპი: “ლივერპული მესით დაინტერესებულია? და ვინ არ არის?
მიმდინარე სატრანსფერო სეზონის მთავარი ინტრიგა ლეო მესის უკავშირდება. საფეხბურთო სამყარო არგენტინელი ფეხბურთელის “ბარსელონასთან” განშორებასთან ახლოსაა. ინგლისურ მედიაში 33 წლის არგენტინელი “ლივერპულსაც” დაუკავშირეს, რაზეც კომენტარი იურგენ კლოპმა გააკეთა. “ინტერესი? საკუთარ გუნდში მესის ხილვა ვის არ სურს?! თუმცა, შეუძლებელია. “ლივერპულმა” ამაზე ფიქრიც არ უნდა დაიწყოს, რადგან ამის შანსი უბრალოდ არ არსებობს. ცხადია, “სიტისთვის” ეს საჩემპიონო რბოლაში დიდი […]
მესის ყოფილი აგენტი არგენტინელის ახალ კლუბს ასახელებს
არგენტინელი ვარსკვლავის, ლეო მესის ყოფილი აგენტი, რომელმაც პირველად მესი “ბარსელონაში” მიიყვანა, სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და მესის ახალი კლუბი არა მანჩესტერ “სიტი” არამედ, მილანის “ინტერი” იქნება. როგორც იგი ამტკიცებს, მესის მილანურ კლუბთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს და მხოლოდ ოფიციალური ხელწერილი სჭირდება კლუბში ჩასარიცხად. შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს, მსოფლიო ყველა დროის ერთ-ერთმა […]
მესის ეფექტი – რეკორდები, რომელიც მესის გუნდიდან წასვლის განცხადებას მოჰყვა
25 აგვისტოს, მსოფლიო ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა – ლეო მესი, “ბარსელონას” ხელმძღვანელობას კლუბიდან წასვლის თაობაზე შეატყობინა. მას აღარ სურს დარჩენილი დრო კატალონიურ კლუბში გაატაროს. მის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში სრული აურზაური მოჰყვა. განცხადების შემდეგ ლეო მესიმ “ინსტაგრამ” რეკორდი დაამყარა, ასევე კარგად გამოჩნდა, თუ რამხელა ფასი აქვს მის სიტყვას. მოიხსნა ინსტაგრამის ყველა დროის რეკორდი – […]
მესის ფენომენალური სტატისტიკა 6-12 წლის ასაკში
სოციალურ ქსელებში 6 წლის ლეო მესის თამაშის ამსახველი კადრები გავრცელდა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ფენომენალურ შესაძლებლობებს 6 წლის ასაკშიც ავლენდა და მოწინააღმდეგეს დიდ თავსატეხს უჩენდა – 25 წლის შემდეგაც კი მესის სათამაშო სტილი დიდად არ შეცვლილა. ლეო მესის საფეხბურთო კარიერა 1994 წელს “ნიუელსის” რიგებში დაიწყო. მესი 2000 წლამდე “ნიუელსის” ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც “ბარსელონას” შეუერთდა. გასაოცარი საფეხბურთო […]
მესისა და ბარსელონას გზები იყრება
ცნობილი სპორტული ბრაზილიური გამოცემა “ესპორტე ინტერატივო” სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტი მარსელო ბეჩლერის ინფორმაციით, , 33 წლის არგენტინელმა უკვე შეატყობინა თავისი სურვილის შესახებ ხელმძღვანელობას. მესის არა 2021 წელს, არამედ ამ ზაფხულშივე სურს გუნდიდან წასვლა. არგენტინელ ფეხბურთელს კატალონიაში კიდევ ერთი სეზონის გატარება არ სურს. მესის სავარაუდო გადაწყვეტილება უკავშირდება „ბარსელონას“ ცუდ მართვასა და გუნდის ცუდ შედეგებს. მას კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის […]
ფერდინანდის მინიშნება – მესი ბარსელონას დატოვებს?!
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბარსელონამ” “ბაიერნთან” უმძიმესი მარცხი განიცადა – 2:8. აღნიშნული თამაშის შემდეგ “ბლაუგრანაში” არსებულ პრობლემებზე ბევრი ადამიანი ისევ ალაპარაკდა. “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ ლეო მესიმ, შესაძლოა, “ბარსა” დატოვოს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ფეხბურთელს კონტრაქტი კლუბთან მომავალ წელს ეწურება, ხოლო ფერდინანდის აზრით მესი სიტუაციის გამოსწორებას ვეღარ დაელოდება. “კითხვა […]
მესი გასახდელში, ბაიერნთან მარცხის შემდეგ (ფოტო)
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება მეოთხედფინალში დაასრულა. კატალონიელები “ბაიერნთან” 2:8 განადგურდნენ. “ბლაუგრანას” მორიგი სამარცხვინო მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში ლეო მესის ფოტო გავრცელდა. ეს კადრი გასახდელში მყოფი არგენტინელი ფეხბურთელის ემოციას კარგად ასახავს.
გავიხსენოთ: ლეო მესის მიერ დამცირებული ბოატენგი და ულამაზესი გოლი (ვიდეო)
საოცარი სტატისტიკა, რომელშიც კიტეიშვილი მესის ასწრებს
ოთარ კიტეიშვილმა რომ საოცარი სეზონი ჩაატარა, ამას სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატისტიკა კიდევ უფრო ამტკიცებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მეტოქის ფეხებს შუა ბურთის გაძვრენის რაოდენობით ტოპ ფეხბურთელებს შორისაა. ოთარმა მისთვის უკვე დასრულებულ სეზონში ამის გაკეთება 11-ჯერ მოახერხა, რითაც თვით ლეო მესისაც (10) უსწრებს. ლიდერები ამჟამად ალეხანდრო გომესი და ხესუს კორონა (12) არიან, ხოლო კიტეიშვილის მსგავსი […]
ბარსელონამ 2020/21 წლების სეზონის საგარეო ფორმა წარადგინა (ფოტო)
კატალონიურმა გრანდმა, მომავალი სეზონის საგარეო ფორმა წარადგინა, რომელმაც გულშემატკივრების აღფრთოვანება გამოიწვია. არაერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ მომავალი სეზონის საგარეო ფორმა “ბლაუგრანას” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
25 ფეხბურთელი, რომლებიც მატჩის საუკეთესოდ ყველაზე მეტჯერ დაასახელეს
2019/20 წლების სეზონი, მიუხედავად დიდი წინაღობისა, დასასრულს მიუახლოვდა. ლა ლიგაში და ბუნდესლიგაში ჩემპიონატი სრულად ჩატარდა, იტალიაში ჯერ რამდენიმე ტური გვაქვს დარჩენილი, ხოლო ლიგა 1-სა და ერედივიზიონში წელი ნაადრევად დასრულდა. წინ ჩემპიონთა და ევროპა ლიგები გვაქვს, თუმცა მაინც საინტერესოა, თუ რომელი ფეხბურთელები დაასახელეს ყველაზე მეტჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატების სეზონში. 25. რაულ გარსია […]
11 რეკორდი რომელიც მესიმ მიმდინარე სეზონში დაამყარა
ლეო მესიმ მორიგი საოცარი სეზონი ჩაატარა. არფენტინელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის სეზონი 25 გოლითა და ასისტით დაასრულა. ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ჯერ კიდევ წინაა. ამის მიუხედავად, ლეომ მაინც მოასწრო არაერთი რეკორდის დამყარება. მესიმ ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა და პიჩიჩის ჯილდო მეშვიდედ მოიგო. გარდა საკუთარი გოლებისა, მესიმ თანაგუნდელებსაც არაერთხელ გაატანინა – მან 22 […]