მესიმ მანჩესტერთან თამაში შეაფასა
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე “ბარსელონამ” შინ “მანჩესტერ იუნაიტედი” 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ანგარიშით, (4:0) ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. კატალონიელთა ლიდერმა, ლეო მესიმ, რომელმაც “მანჩესტერთან” დუბლი შეასრულა, მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ეს იყო საოცარი და ეს არის ის, რაც ვართ. პირველი 5 წუთი ვინერვიულეთ, მაგრამ შემდეგ გავიტანეთ და შესანიშნავი პერფომანსი ვაჩვენეთ,” – თქვა მესიმ.
მესიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მაკალისტერს გადასცა
2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება და დასკვნით ფაზაში შედის. 30 ნოემბერს C და D ჯგუფის მატჩები გაიმართა, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი არგენტინა – პოლონეთის დაპირისპირება იყო. არგენტინამ მაკალისტერისა და ალვარესის გოლებით 2:0 გაიმარჯვა და C ჯგუფი პირველი ადგილითა და 6 ქულით დაასრულა. მეორე ადგილზე კი პოლონეთის ნაკრები 4 ქულით გავიდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ FIFA-მ ლეო მესი დაასახელა, […]
მესიმ მდიდრული სასტუმრო შეიძინა და მომსახურე პერსონალი გაათავისუფლა
არგენტინის საფეხბურთო ნაკრებისა და “პარი სენ-ჟერმენის” სუპერვარსკვლავმა – ლეო მესიმ, კადისის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ რაიონში სასტუმრო შეიძინა. ეს არ არის პირველი სასტუმრო, რომელიც არგენტინელ სუპერვარსკვლავს ეკუთვნის და გასაკვირიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება – სასტუმროს შეძენისთანავე, მესიმ მომსახურე პერსონალი გაათავისუფლა, რითიც სოციალური ქსელების მომხმარებელთა კრიტიკა დაიმსახურა. MIM Hotels group-ი, რომელიც ლეო მესის ეკუთვნის სხვადასხვა […]
მესიმ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)
ამ წუთებში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად “ბეტისს” ეთამაშება. “ბლაუგრანა” მეტოქეს ლეო მესის საჯარიმო გოლით ამარცხებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მე-5 ჯარიმა გაიტანა. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ეს საუკეთესო შედეგია.
მესიმ მიმდინარე სეზონის რეკორდი დააფიქსირა!
რამდენიმე წუთის წინ, “ბარსელონამ” შინ “ლიონი” 5:1 გაანადგურა და 1/4-ფინალში გავიდა. კატალონიელთა ლიდერმა, ლეო მესიმ მეტოქეს 2 გოლი გაუტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა. არგენტინელი გახდა პირველი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, რომელმაც ერთ თამაშში 2-2 გოლი და ასისტი გააკეთა.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა
2022 წლის მუნდიალის ფინალში, პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინა საფრანგეთის ნაკრებს 2:0 ამარცხებს. პირველი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, ხოლო მატჩის 36-ე წუთზე ანხელ დი მარიამ სხვაობა ორამდე გაზარდა. ლეო მესის ეს გოლი კვლავ ისტორიული გამოდგა, კერძოდ კი, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მესი ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შეძლო და მუნდიალის პლეი-ოფის ყველა მატჩში გოლი გაიტანა.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ბრაზილიასა და საფრანგეთს მიიჩნევს: ,,ტიტულისთვის ბევრი გუნდი იბრძოლებს, მათ შორის ბრაზილია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი. დარწმუნებული ვარ, კიდევ ვიღაც დამავიწყდა. მაგრამ, თუ ერთი ან ორი ნაკრები უნდა ავარჩიო, მაშინ ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები ბრაზილია და საფრანგეთი არიან. საფრანგეთს შეთამაშებული შემადგენლობა ჰყავს. ბოლო ევროპის […]
მესიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ლეო მესიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო სეფხბურთელის წოდებას სადიო მანე იმსახურებს. “ლივერპულის” სენეგალელი ვარსკვლავი სამუელ ეტო’ომ და სესკ ფაბრეგასმაც გამოარჩიეს. სამუელ ეტო’ოს აზრით, მოჰამედ სალაჰი და სადიო მანე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ფაბრეგასი მიიჩნევს, რომ მანე მსოფლიოს ტოპ-3 ფეხბურთელს შორის შედის. აღსანიშნავია, რომ სადიო მანეს მშობლები ფეხბურთის თამაშს დროის ფლანგვად […]
მესიმ ნაკრებში ტრავმა მიიღო
არგენტინის ნაკრებმა გუშინ ამხანაგურ მატჩში ვენესუელასთან 1:3 წააგო. ლეო მესის დაბრუნება ნაკრებში წარუმატებელი გამოდგა – არგენტინა არსებობის მანძილზე მეორედ დამარცხდა ვენესუელასთან. ამასთან ერთად, მესიმ საზარდულის ტრავმა მიიღო და 26 მარტს, მაროკოსთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას არგენტინის ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მესიმ ნეიმარს ბარსელონაში გადასვლის თაობაზე დაურეკა
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარს დაურეკა და “რეალში” გადასვლის ნაცვლად, “ბარსელონას” სასარგებლოდ სთხოვა არჩევანის გაკეთება. ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესისა და ნეიმარს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მესი შეეცადა დაერწმუნებინა ნეიმარი, რომ კვლავ “ბარსელონაში” დაბრუნდეს. Marca-ს მტკიცებით, მესის არ სურს რომ მისმა საუკეთესო მეგობარმა “რეალის” მაისური მოირგოს და მის წინააღმდეგ ითამაშოს. ნეიმარის მიმართ უკმაყოფილებას […]
მესიმ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი მიიჩნევს, რომ წელს ,,ოქროს ბურთი” კარიმ ბენზემას უნდა გადაეცეს: ,,ბენზემამ გამორჩეული სეზონი ჩაატარა და რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, მან ამ წარმატებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა. ვფიქრობ, საეჭვოც კი არაა თუ ვის უნდა გადაეცეს წელს ოქროს ბურთი,” – მესის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს. ბენზემამ გასულ სეზონში […]
მესიმ პსჟ-ში პირველი ვარჯიში ჩაატარა | VIDEO+PHOTO
ლეო მესიმ პარიზულ კლუბში პირველი ვარჯიში ჩაატარა. მან დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა და ხვალიდან უკვე კლუბთან ერთად ივარჯიშებს არგენტინელმა ვარსკვლავმა “პსჟ”-ს სავარჯიშო ბაზაზე პირადად მოინახულა კილიან მბაპეც.