ვერატი: ,,მესი მათაც კი უყვართ, ვინც ბარსელონასა და პსჟ-ს არ ქომაგობს”
,,პსჟ-ის” ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, პარიზულ გუნდში ლეო მესის გადასვლაზე ისაუბრა: ,,მესის პსჟ-ში ყოფნა წარმოუდგენელია. სანამ პირადად არ ვნახე, ამის არ მჯეროდა, ჩვენ ერთმანეთს აქამდეც ვიცნობდით. შესაძლოა, ლეო არც ისე ბევრს საუბრობს, მაგრამ მას შესანიშნავი ხასიათი აქვს, ეს კი მოედანზე იგრძნობა. ის ნამდვილი ლიდერი და ჩემპიონია, რომელიც მათაც კი უყვართ, ვინც ბარსელონასა და პსჟ-ს არ ქომაგობს. […]
მესიმ კოპა ამერიკას მოგება ოჯახს, არგენტინასა და მარადონას მიუძღვნა
კოპა ამერიკის ფინალში არგენტინამ მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა ბრაზილია. დრამატულ ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლეო მესი არგენტინის საფეხბურთო ნაკრების რიგებში პირველ მნიშვნელოვან ტიტულს დაეუფლა. მესის სანაკრებო მონაგარში მოპოვებულ ოლიმპიურ ოქროს მედალს, გულშემატკივარი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან ფანები უფრო მეტად მნიშვნელოვან ტურნირზე გამარჯვებას ითხოვდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ემოციური მიმართვა გაავრცელა – მესიმ გამარჯვება […]
მესიმ ვან დაიკის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა
ვირჯილ ვან დაიკი დღესდღეისობით მსოფლიოს საუკეთესო მცველად მიიჩნევა. ჰოლანდიის ნაკრებისა და “ლივერპულის” ფეხბურთელის წინააღმდეგ წარმატებული დრიბლინგის განხორციელებაც კი თითქმის შეუძლებელია. ლეო მესიმ ესპანურ მედიასთან ვან დაიკის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა. “ვირჯილი ძალიან დიდი და სწრაფია, თუმცა, სიმაღლის მიუხედავად, მაინც ძალიან მოქნილია. ვან დაიკის სისწრაფეს მისი დიდი ნაბიჯები განაპირობებს. ჰოლანდიელი შთამბეჭდავია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ამას ბევრი […]
მესი: ,,პსჟ ჩემპიონთა ლიგის სხვა ფავორიტებზე ერთი ნაბიჯით უკანაა”
,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელის, ლეო მესის თქმით, პარიზული გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარი მიზანია: ,,აქ ამაზე ყველა ოცნებობს. ,,პსჟ” ამ მიზნისთვის რამდენიმე წელია იბრძვის და ბოლო დროს მოგებასთან ახლოს იყო. ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ მსურს, ამაზე ,,ბარსელონაში” თამაშის პერიოდშიც ვსაუბრობდი. ეს ძალიან კარგი ტურნირია, სადაც გამარჯვების მოპოვება რთულია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენს გუნდს ამის […]
ლაპორტა მესის: “ვერ დაგვტოვებ, ჩვენ გვიყვარხარ”
“ბარსელონას” ახალმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ინაუგურაციაზე, რომელსაც 300 ადამიანი დაესწრო, მესის მიმართა. ცერემონიაზე კატალონიელთა კაპიტანი, ლეო მესიც იმყოფებოდა. “ამ მდგომარეობას უნდა გავუმკლავდეთ, აუცილებლად ვეცდებით, რომ მესი დარჩენაში დავარწმუნოთ. ბოდიში, ლეო, გუნდის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებ. შენ იცი, რომ მე და “ბარსელონას” ძალიან გვიყვარხარ, ამიტომ, არ შეგიძლია, რომ დაგვტოვო,” – უთხრა ლაპორტამ არგენტინელს. შეგახსენებთ, […]
მესის MLS-ში თამაში სურს, თუმცა…
კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა. ლეო მესის მტკიცებით, MLS-ში თამაში და ახალი გამოწვევის მიღება სურს, თუმცა ამ ეტაპზე “ბარსელონას” ერთგულია და გუნდის დატოვებას არ გეგმავს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის მოქმედი კონტრაქტი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მესის იანვრიდან ნებისმიერ კლუბთან შეეძლება მოლაპარაკების გამართვა. მედიაში გავრცელებული სპეკულაციების მიუხედავად, La Sexta-სთან […]
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
პორტუგალიელ სუპერვასკვლავს თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში არაერთი რთული მეტოქის წინააღმდეგ უთამაშია. რონალდუმ იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთა წინააღდეგაც უთამაშია, ყველაზე რთულ მეტოქედ ინგლისელი მცველი ეშლი კოული დაასახელა. სანამ პორტუგალიელი 2009 წელს “მადრიდის რეალს” შეურთდებოდა, მან “მანჩესტერ იუნაიტედში” ექვსი სეზონი გაატარა და ინგლისის ჩემპიონატის 3 ტიტულთან ერთად ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებულ […]
არტურმა რონალდუსა და მესიზე ისაუბრა
24 წლის ბრაზილიელი ნახევრამცველი ტურინის “იუვენტუსს” კატალონიის “ბარსელონიდან” შეურთდა. ახალგაზრდა ნახვერამცველს AS-თან ინტერვიუში მესისა და რონალდუს შედარება სთხოვეს, როგორც თანაგუნდელების. ბრაზილიელმა საქებარი სიტყვები არც ერთის მიმართ არ დაიშურა, თუმცა მან აღიარა, რომ მესისთან შედარებით კრიშტიანუ უფრო გახსნილია თანაგუნდელებთან და მათთან უფრო მეტად ურთიერთობს. ” მესისთან შედარებით რონალდუ უფრო კომუნიკაბელური და ხელმისაწვდომია, ის არასდროს იხევს უკან, […]
ვენგერმა სალაჰი მესის შეადარა
“არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მოჰამედ სალაჰის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ფრანგი სპეციალისტი აღფრთოვანებულია “ლივერპულის” ვარსკვლავის თამაშით და მას სრულყოფილ ფეხბურთელად მოიხსენიებს. მიმდინარე სეზონში, მოჰამედ სალაჰმა ყველა ტურნირზე 13 გოლის გატანა შეძლო და “ლივერპულის” წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. სალაჰის გამორჩეული ასპარეზობა არსენ ვენგერს უყურადღებოდ არ დარჩენია. “სალაჰის ევოლუციით აღფრთოვანებული ვარ. იგი იდეალურად ირგებს […]
მესის მამა და აგენტი – რთულია იმის თქმა, რომ მესი ბარსელონაში დარჩება
მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად, “მანჩესტერ სიტის” მესვეურები “ბარსელონასა” და მესის მამას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან. არგენტინელი სუპერვარსკვლავის მამამ, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, “ქალაქელთათვის” დამაიმედებელი განცხადება გააკეთა. უფროსი მესის მტკიცებით, რთულია იმის თქმა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი “ბარსელონაში” დარჩება. ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, დარჩება თუ არა არგენტინელი სუპერვარსკვლავი “ბარსელონაში”? უფროსმა მესიმ საინტერესო პასუხი გასცა: […]
ხავიმ ლეო მესისთან შემდგარი მიმოწერა გაასაჯაროვა
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ხავიმ ლეო მესისთან შემდგარი მიმოწერა გაასაჯაროვა. გასულ პარასკევს, კატალონიურ გრანდში მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნებულ ხავის კლუბის ლეგენდამ წარმატება უსურვა. რონალდ კუმანის გათავისუფლებიდან სამი დღის შემდეგ, “ბარსელონას” წარმომადგენლებმა ხავის რთული მისია დააკისრეს. წარდგენის ცერემონიალის დროს, ხავიმ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ მესისგან მხარდაჭერის შემცველი შეტყობინება მიიღო. “ლეო მესიმ მომწერა […]
მესი: “ნეიმარს ბარსელონაში დაბრუნება სურს”
კატალონიური გრანდის სუპერვარსკვლავი აცხადებს, რომ ნეიმარს კვლავ “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. ლეო მესის მტკიცებით, იგი მიესალმება ყოფილი თანაგუნდელის “კამპ ნოუზე” ხილვას. გასულ წელს, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, “ბლაუგრანას” მესვეურები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ თუმცა პარიზულ გრანდთან სატრანსფერო ღირებულების შეთანხმება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ჩავარდნილი ტრანსფერისა, მესი ამტკიცებს, რომ 28 წლის ნეიმარს კვლავ “ბარსელონაში” დაბრუნება სურს. “მას “ბარსელონაში” დაბრუნების საოცრად […]