ლეო მესის ტოპ-20 ასისტი (ვიდეო)
დიდი ალბათობით მესი ლა ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველ მატჩს გამოტოვებს
როგორც ცნობილი ხდება, არგენტინელმა ვარსკვლავმა – ლეო მესიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა, ამის შესახებ ინფორმაციას “Marca” ავრცელებს. დღეს კატალონიურ კლუბს ვარჯიში არ ჰქონია და ყველა ელოდება ხვალინდელ ვარჯიშს, სადაც გამოჩნდება თუ რამდენად სერიოზულია მესის ტრავმა. როგორც კლუბში განაცხადეს მისი ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა მას დრო დასჭირდება, რომ ვარჯიში განაახლოს. ყველაფერი ხვალინდელ […]
ბართომეუ ხელფასის ხელმეორედ შემცირებაზე ფეხბურთელებს ესაუბრა
“ბარსელონას” ფეხბურთელებმა მარტში საკუთარი ანაზღაურების 70%-ის შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” პრეზიდენტმა მოთამაშეებს ხელფასის შემცირებაზე კიდევ ერთხელ მიმართა. შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა 11 ივნისს განახლდება. რაც შეეხება “ბარსას”, კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველ გადაწყვეტილებას დაპირისპირება მოჰყვა. მაშინ ლეო მესიმ ხელმძღვანელობა კლუბის პერსონალზე ზემოქმედების გამო გააკრიტიკა, რომ თითქოს ხელფასის შემცირება […]
30 წელს გადაცილებული ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი
30 წელს გადაცილებულ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა რეიტინგს ლეო მესი უდგას სათავეში. “ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 100.8 მილიონ ფუნტს შეადგენს. აღნიშნული რეიტინგი Transfer Markt-ზე დაყრდნობითაა შედგენილი. ლეო მესი, რომელიც ივნისში 33 წლის გახდება კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია. ოქროს ბურთის 6-გზის გამარჯვებულის სატრანსფერო ღირებულება, კრისტიანუ რონალდუს შესაძენად საჭირო თანხას თითქმინს ორჯერ აღემატება. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება […]
Forbes: 2020 წლის ტოპ-10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი
ამერიკული ბიზნეს აუთლეტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, კრიშტიანუ რონალდუ 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფეხბურთელთა სათავეში მოგვევლინა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 2020 წელს 105 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა რეიტინგის სათავეში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა. მეორე ადგილი ლეო მესიმ დაიკავა. არგენტინისა და “ბარსელონას” ლიდერმა, 2020 წელს 104 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. მესამე ადგილს კი ნეიმარი დასჯერდა, რომელმაც წლის […]
რობერტო კარლოსმა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა – რობერტო კარლოსმა, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. 47 წლის კარლოსმა აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ბრაზილიელ რონალდოს ვერ შეედრებიან. კარლოსის მტკიცებით, ბრაზილიელი რონალდო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და რომ არა ტრავმები მისი კარიერა კიდევ უფრო ბრწყინვალე იქნებოდა. “მესი, რონალდუ და ნეიმარი მას ვერ შეედრებიან – მეორე რონალდო მსოფლიოს აღარ […]
10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში
რუსულმა საფეხბურთო გამოცემა Soccer.ru-მ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა. სტატიაში წერია, რომ რუსეთში 100-ზე მეტ ქართველს უთამაშია და ისინი მხოლოდ უკრაინელებს, ბელარუსებს, ბრაზილიელებს და სერბებს ჩამორჩებიან. თუმცა, საუკეთესოთა შორის მხოლოდ ისინი მოხვდნენ, ვინც საქართველოს სახელით გამოდიოდა, სწორედ ამიტომ არ არიან სიაში ომარ თეთრაძე, გიორგი ჯიქია და სხვები. 10. გია გრიგალავა (“როსტოვი”, “მოსკვა”, […]
რონალდუ მესისთან კონკურენციაზე საუბრობს
კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ის ლეო მესის კარიერის დიდი თაყვანისმცემელია. 35 წლის პორტუგალიელი ყოველთვის უარყოფდა იმ ფაქტს, რომ მასსა და არგენტინელს შორის მოედნის გარეთ რაიმე სახის დაპირისპირებაა. “მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ იმ კარიერით, რომელიც ლეოს აქვს. მესიმ განაცხადა, რომ ლა ლიგიდან ჩემმა წასვლამ ძალიან შეაწუხა, რადგან ის ჩვენს შორის არსებულ კონკურენციას აფასებს. ეს საკმაოდ სასიამოვნო […]
კლოპის ორიგინალური პასუხი – მესი თუ რონალდუ?
ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ – ვინ არის საუკეთესო? პლანეტის ორი სუპერვარსკვლავი უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ევროპულ ფეხბურთში დომინირებს. არგენტინელ და პორტუგალიელ ვარსკვლავებს შორის საუკეთესოს გამოსავლენად, ცხარე დებატები იმართება. უკანასკნელ ათწლეულში ორივე მათგანმა საკლუბო და ინდივიდუალურ დონეზე უამრავ წარმატებას მიაღწია და არაერთ ტიტულს დაეუფლა. მათ შორის საუკეთესოს დასახელება საკმაოდ რთულია, თუმცა “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ჩვეულ სტილს […]