ყაზანის ,,რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ფაბრიციო რომანოს პოდკასტში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: ,,როცა ,,რუბინში” მივედი, კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთვის ეს სერიოზულ გამოწვევად იქცა, რადგან ჩავიბარე გუნდი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა. როცა პირველივე ვარჯიშზე ხვიჩას რამდენიმე მომენტი ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს შესანიშნავი არჩევანი იყო. არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა გუნდის […]