ყაზანის რუბინის მთავარ მწვრთნელად შესაძლოა გამოცდილი რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკი დაინიშნოს. იმ გუნდიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი ირიცხებიან, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დამწყები მწვრთნელი რომან შარონოვი გაათავისუფლეს. რაც შეეხება მოსკოვის “ცსკა-ს”, “როსტოვის”, “ჰალის” და რუსეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს, ის ერთი თვის წინ “ვიტესიდან” დაითხოვეს და თავისუფალია. Championat.com სლუცკის “რუბინის” ჩაბარების […]