ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე – საქართველოს ოლიმპიური მედროშეები ტოკიოს ოლიმპიადაზე
ტოკიოს ოლიმპიადაზე, რომელიც სტარტს 23 ივლისს აიღებს, საქართველოს ნაკრების მედროშეები: ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ნინო სალუქვაძე (მიზანში მსროლელი) იქნებიან. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა – ლერი ხაბელოვმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “ტაიმ-აუტში” განაცხადა. 52 წლის ნინო სალუქვაძე მიზანში მსროლელია, მისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მე-9 ოლიმპიადა იქნება. მას ოლიმპიადაზე 3 მედალი აქვს მოპოვებული. […]
ლერი ხაბელოვი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მესამე ვადით უხელმძღვანელებს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა თანამდებობა მესამე ოთხწლიანი ვადით შეინარჩუნა. სასტუმრო „სტამბის“ ვერანდაზე გამართულ სეოკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს ღია წესით ჩატარებულ კენჭისყრაში მხარი დელეგატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა – პრეზიდენტმა 117 ხმა მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნები სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი ბოლო საკითხი იყო. იქამდე კი, ჯერ კიდევ დღის წესრიგის დამტკიცებამდე, ოლიმპიური […]