კაპიტანი, ბომბარდირი და გამოცდილი მცველი – ლოკოს სამი ფეხბურთელი საბურთალოში გადავიდა
თბილისის “ლოკომოტივის” სამი აწ უკვე ყოფილი წამყვანი ფეხბურთელი კარიერას თანაქალაქელ “საბურთალოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებული, საკუთარ ოფიცლაურ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ კლუბთან კონტრაქტები “ლოკოს” ყოფილმა კაპიტანმა, დავით უბილავამ, ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგოლემ, ირაკლი სიხარულიძემ და გამოცდილმა მცველმა, ალექსანდრე გურეშიძემ გააფორმეს. რამდენიმე დღის წინ, თბილისის “ლოკომოტივმა” გაავრცელა განცხადება, რომ ფინანსური […]
4 ფეხბურთელი ვალენსიადან საბურთალოში – მხარეებს შორის შეთანხმება შედგა
თბილისის “საბურთალო” თანამშრომლობას ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ, “ვალენსიასთან” იწყებს. ამის შესახებ „საბურთალოს“ აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა. თბილისური საფეხბურთო კლუბი ევროპაში სოლიდურ პარტნიორს შეიძენს. წინასწარი შეთანხმებით, ესპანური საფეხბურთო კლუბი „საბურთალოს“ მომავალი თაობების გაზრდაში დაეხმარება და საფეხბურთო აკადემიის მუშაობას მონიტორინგს ჩაუტარებს. გარდა ამისა, ესპანური კლუბი ევროთასებზე სარეზერვო გუნდის მოთამაშეებს კონფერენს ლიგაზე გასულ საქართველოს თასის მფლობელ „საბურთალოში“ რამდენიმე […]
შუბითიძე წავიდა, კორღალიძე დაბრუნდა – საბურთალოს ახალი მწვრთნელი ჰყავს
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. თბილისური გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხვიჩა შუბითიძემ დატოვა, მის ნაცვლად კი მალევე გუნდმა ლევან კორღალიძის დაბრუნება დაანონსა. კორღალიძე “საბურთალოს” 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე წვრთნიდა და ხვიჩა შუბითიძე გუნდში სწორედ მისი წასვლის შემდეგ დაინიშნა. 47 წლის მწვრთნელის ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში “საბურთალომ” […]
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]
ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი წრე “დინამო თბილისის” გამარჯვებით დასრულდა. გიორგი ნემსაძემ სადებიუტო წრის 9 მატჩიდან 7 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საერთო ჯამში, მოქმედმა ჩემპიონმა 22 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსიც დაიბევა. თბილისელები კარგ ფორმაში არიან და ზედიზედ 6 შეხვედრის მოგებაც მოახერხეს. ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი, თბილისელთა მოსახელე ბათუმური კლუბი მეორე […]
მიხეილ აშვეთიამ ქუთაისის ტორპედო დატოვა – ახალი მწვრთნელის ვინაობა უცნობია
საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი გუნდი, ქუთაისის “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ დატოვა. ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია იმერული კლუბის Facebook-ის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა. როგორც საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალში, მარტვილის “მერანთან” პენალტების სერიაში – 1:3 მარცხის შემდეგ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, 43 წლის სპეციალისტმა გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა. საქართველოს […]
გერმანიიდან საქართველოში: საბურთალოს ახალი მწვრთნელი ჰყავს
საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თბილისურ გუნდს ხვიჩა შუბითიძე უხელმძღვანელებს. 46 წლის ქართველი სპეციალისტი, 26 წელია გერმანიაში მოღვაწეობს და იქ ჯერ 1996-2013 წლებში, სხვადასხვა ლიგებში თამაშობდა (მათ შორის ბუნდესლიგაში, “აუესა” და “სენტ პაულში”), შემდეგ კი მწვრთნელის ამპლუაში გადაინაცვლა და რამდენიმე გუნდის თავკაციც გახლდათ. შუბითიძე სამწვრთნელო კარიერას LVB „ლაიპციგში“ იწყებდა 2015-19 წლებში კი “ჰელეშერის” […]
უჩა სოსიაშვილმა წყალტუბოს სამგურალი დატოვა
წყალტუბოს “სამგურალის” მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა და ახალგაზრდა სპეციასლისტს სამომავლო კარიერაში წარმატება უსურვა. უჩა სოსიაშვილთან ერთად, იმერული კლუბი მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, თამაზ სამხარაძემაც დატოვა. საქართველოს ეროვნული ლიგაში ჩატარებული 8 ტურის შემდეგ, “სამგურალი” 6 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს. სოსიაშვილმა “სამგურალი” 2019 წლის სექტემბერში ჩაიბარა, როცა გუნდი რანგით […]
ლევან კორღალიძე საბურთალოს ტოვებს
გავრცელებული ინფორმაციით, “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობის გადამოწმება ჩვენ კლუბის წარმომადგენლებთან ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის და ოფიციალური ხასიათის სიახლეს რამდენიმე საათში შევიტყობთ. უშუალოდ ლევან კორღალიძეს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება კორღალიძემ ეროვნული ლიგის მერვე ტურის დასრულების შემდეგ მიიღო, რომელშიც მისმა […]
დავით მუჯირი: “კიკაჩეიშვილი წესების დაცვის გამო უნდა დაისაჯოს?! მსაჯები შეცდომებს ყოველთვის დაუშვებენ, ჩვენ ის მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, ტელეკომპანია იმედის გადაცემა “სპორტი იმედზეს” ეთერში, ეროვნულ ლიგაში, მსაჯების შეცდომების შესახებ ისაუბრა და კონკრეტულად, “დინამო თბილისისა და “საბურთალოს” შეხვედრასაც (4:3), შეეხო, რომელშიც “საბურთალოს” წარმომადგენლები, გოგა კიკაჩეიშვილის მიერ პენალტის დანიშვნაზე აპელირებდნენ. ტარიელ ხეჩიკაშვილი საბურთალოში ინვესტიციის შეწყვეტას აპირებს “საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც სამსაჯო მიმართულებით პრობლემები დგას და ამის […]
ლევან კორღალიძემ შესაძლოა საბურთალო დატოვოს
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური შეხვედრა “დინამო არენაზე” გაიმართა, თბილისურ დერბიში ერთმანეთს “დინამო” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ, მატჩი მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით – 4:3 დასრულდა. მიმდინარე სეზონის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრას გიორგი კიკაჩეიშვილის მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა, რომელსაც რამდენიმე საკამათო მომენტზე მუშაობა მოუწია. აღნიშნული ეპიზოდები განხილვის საგანი გახდა და მას სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე სოციალურ ქსელში […]
ზაზა დოლიძე: “ვფიქრობ ეს ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო, კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა და დარწმუნებულები ვართ, ასე გაგრძელდება”
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის ცენტრალური შეხვედრა “დინამო არენაზე” გაიმართა, თბილისურ დერბიში ერთმანეთს “დინამო” და “საბურთალო” დაუპირისპირდნენ, მატჩი მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით – 4:3 დასრულდა. მიმდინარე სეზონის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრას გიორგი კიკაჩეიშვილის მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა, რომელსაც რამდენიმე საკამათო მომენტზე მუშაობა მოუწია. აღნიშნული ეპიზოდები განხილვის საგანი გახდა და მას სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული […]