EPCR | ფოკუსირება შავ ლომზე!
მომავალ სეზონში “შავი ლომი” ისტორიას დაწერს, როდესაც გახდება პირველი ქართული ფრენჩაიზი, რომელიც EPCR-ის ეგიდით ორგანიზებულ პროფესიონალურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. 2023/24 წლების სეზონში, “შავი ლომი” მიწვეული გუნდის სტატუსით “ჩელენჯ ქაფზე” იასპარეზებს. EPCR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, რომელიც “შავი ლომის” ისტორიას, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივას ეხება. პირველი ქართული ფრენჩაიზი მესამე ჯგუფში: ორი ყოფილი ჩემპიონის – […]
ბორჯღალოსნები | მზადების პირველი კვირა
ბორჯღალოსნებმა, რომლებიც უკვე ერთი კვირაა 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის “შევარდენზე” ემზადებიან, ქომაგებისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომლებიც თამაშისთვისაა საჭირო: “პირველმა კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც რაგბისთვისაა საჭირო. ესენია ტექნიკური უნარები, ფიზიკური კონდიციები, გამძლეობა, ძალა, უნარები, რაქი, მოლი, შერკინება და […]
ლევან მაისაშვილი – ტურნე ფუნქციას ასრულებს
„ჩვენი მიზანი იყო და არის, სამხრეთ ამერიკული ტურნეს ფარგლებში განსხვავებულ მეტოქეებთან ხარისხიანი თამაშები გვქონოდა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურნე ფუნქციას ასრულებს“ – ამბობს ‘შავი ლომისა’ და ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი. რაგბი ევროპის სუპერ თასის ორგზის მფლობელმა ატლანტის ოკეანის გაღმა, სამხრეთ ნახევარსფეროში უკვე სამი თამაში გამართა. ურუგვაიში, მონტევიდეოში, სადაც ჩვენი გუნდი ბაზირებს, მან არგენტინულ ‘დოგოს XV’-ს 75:19, […]
ლევან მაისაშვილი – სამხრეთ ამერიკული ტურნეს X ფაქტორი
„სამხრეთ ამერიკაში განსხვავებულ მოწინააღმდეგეებთან განსხვავებული თამაშები გვაქვს. გუნდებს არ ვიცნობთ, რაც ერთგვარი გამოწვევა და X ფაქტორია“ – ამბობს ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რომლის გუნდმა მონტევიდეოში (ურუგვაი) უკვე მოიპოვა ორი გამარჯვება. პირველ შეხვედრაში ‘შავმა ლომმა’ არგენტინულ ‘დოგოს XV’-ს 11 ლელო გაუტანა და 75:19 დაამარცხა. „პირველი მეტოქე შედარებით სუსტი აღმოჩნდა, თუმცა მხოლოდ ანგარიშით დასკვნებს არ […]
მაისაშვილი და ამაშუკელი მსოფლიო რაგბის სამუშაო შეხვედრაზე
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, ორი დღის განმავლობაში მსოფლიო რაგბის მწვრთნელთა და მსაჯთა სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. მსოფლიო თასის ყველა მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელი და ელიტური პანელის მსაჯები ლონდონში შეიკრიბნენ. ახალი წამოწყების ინიციატორი მსოფლიო რაგბის მსაჯთა ხელმძღვანელი ჟოელ ჟუშია. მისი მიზანია, რომ თამაში უფრო სანახაობრივი გახდეს და მსაჯებს ნაკლებად მოუწიოთ […]
რაგბი ევროპა | საქართველო ტიტულს ფინალში დაიცავს
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველომ რუმინეთი გართულებების გარეშე, 31:7 დაამარცხა და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის, 19 მარტს ესპანეთში, ბადახოსში პორტუგალიას ერკინება. გუნდების რაოდენობის ზრდისა და ფორმატის ცვლილების მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რაგბი ევროპაზე ბადალი არ ყავთ ეს ფაქტი ბადახოსში ძახილის ნიშნით უნდა დაასრულონ. ჩემპიონატზე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ რუმინეთთან, საქართველომ წელს საუკეთესო თამაშის […]
რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ შეაფასეს: ,,ლევან მაისაშვილი – ,,შარშანდელი თამაში რუმინეთთან ჩვენთვის მოულოდნელობა იყო, რამდენიმე კომპონენტში დაგვჩაგრეს (რაქი, მოლი, შერკინება) და ისე გამოვიდა, რომ მეტოქე ვერ დავაფასეთ. რუმინეთი არის ძალისმიერი ნაკრები და დღეს ამ ყველაფერზე პასუხი გავეცით, დღეს ვდომინირებდით ამ ყველა […]
„შარშან რუმინელები მომზადებულები დაგვხვდნენ, სიურპრიზები შემოგვთავაზეს და ცოტა გაგვირთულდა თამაში. ამიტომ მათთვის მთელ რიგ კომპონენტებში პასუხი გვაქვს გასაცემი“ – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რუმინეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე. საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში „მუხებს“ 5 მარტს, 16 საათზე „ავჭალაზე“ მასპინძლობს. რუმინელებისთვის პასუხის გაცემისა და ფინალის საგზურის მოპოვების გარდა, არის კიდევ რაღაც, რაც ჩვენს მორაგბეებს მოტივაციას […]
რაგბი ევროპა | ღია ვარჯიში რუმინეთამდე
ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადებიან, დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი წელს შეიცვალა და გუნდებს პირველად მოუწევთ ჯერ ნახერფინალის თამაში და მერე ტიტულისთვის ფინალში ბრძოლა. ნახევარფინალში „ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი საქართველო „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს 5 მარტს, თბილისში, 16 საათზე „ავჭალაზე“ ერკინება […]
ლევან მაისაშვილი | რაც დავგეგმეთ შევასრულეთ
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთთან 41:3 გამარჯვების შემდეგ, გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ესპანეთის სტუმრად სარეკორდო სხვაობით დამარცხებაც შეეძლო, მაგრამ ირლანდიელმა მსაჯმა მატჩის მიწურულს 13-კაცით გატანილი ლელო გაგვიუქმა და მხოლოდ 38-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, სარეკორდო გამარჯვება კი (ესპანეთში გამართულ მატჩებში) 2009 წელს მადრიდში დაფიქსირდა – 55:11. […]
ლევან მაისაშვილი | გამოცდილებისთვის ასეთი თამაშები უკეთესია
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში, ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს ამსტერდამში 6 ლელო გაუტანეს და 32 ქულის სხვაობით – 40:8 დაამარცხეს. მაგრამ როგორც მწვრთნელები, ასევე თავად მორაგბეები და გულშემატკივრები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ, ჩვენთვის კი ტიტულის მე-15-ედ მოპოვებასთან ერთად, ხარისხიც მნიშვნელოვანია. „ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ნიდერლანდებში ჩასვლა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თურქეთში მომხდარი ტრაგედიისა და […]
ლევან მაისაშვილი: ,,ჩვენდა სამწუხაროდ, ფორმატი შეიცვალა და რანგით დაბალი გუნდები დაემატნენ”
გერმანიასთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებული შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა შეაფასა: ,,ჩვენდა სამწუხაროდ, ფორმატი შეიცვალა და რანგით დაბალი გუნდები დაემატნენ. ბუნებრივია, სხვაობა იქნებოდა. ჩვენთვის ასეთ თამაშებში რთულია მოტივაციის შექმნა. კვირის დასაწყისში გუნდთან საუბარი მქონდა და ზუსტად ესაა პროფესიონალიზმი რომ ნებისიერ მეტოქესთან ვითამაშოთ. იყო შეცდომებიც, რაზეც ვიმუშავებთ, რათა შემდეგ კვირაში გამოსწორდეს. ეს 12 […]