საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ილიას ზუროსის მომზადებული ნაკრები 13 და 16 სექტემბერს მეორე ეტაპის სადებიუტო მატჩებს გამართავს თელ ავივსა და თბილისში.
ბერძნების და “მილუოკი ბაქსის” ლიდერი, გიანის ანტეტოკუმპო, საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებს. გიანისი “მილუოკმა” ნაკრების შეკრებაზე არ გაუშვა, აღნიშნულის მიზეზი კი უცნობია.