ლა ლიგის მე-20 ტურში ,,ლევანტემ” ,,მალიორკას” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩში ანგარიში 47-ე წუთზე რობერტო სოლდადომ გახსნა, რომელმაც ისტორიული შედეგი დააფიქსირა. 36 წლის თავდამსხმელი გახდა მე-3 ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელსაც გოლი 7 სხვადასხვა გუნდის მაისურით აქვს გატანილი. აქამდე ასეთი შედეგი მხოლოდ კარლოს არანდასა და მიკელ სოლერს ჰქონდათ. სოლდადომ ,,ლევანტეს” გარდა, ლა ლიგაში გოლების გატანა […]