,,შალკესა” და ,,ლევერკუზენს” შორის ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრის დროს, ტრიბუნაზე გულშემატკივარი გარდაიცვალა. ინფორმაცია გელზენკირხენულმა გუნდმა დაადასტურა: ,,ასეთ დროს ფეხბურთი მეორე პლანზე გადადის. სამხრეთ ტრიბუნაზე მაყურებელი ცუდად გახდა, სამწუხაროდ, ექიმების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მის ოჯახს გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ,” – წერია გუნდის განცხადებაში. გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში ,,შალკემ” ,,ლევერკუზენს” უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ტომას რაისის გუნდს […]