თანამედროვე ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “კამპ ნოუზე”, “ბარსელონას” წინააღმდეგ ბენეფისი ჰქონდა – ახალგაზრდა ფრანგმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და შემდეგ ეტაპზე გასვლისკენ თავის გუნდს დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა. 22 წლის თავდამსხმელის დიდებული თამაში რეიტინგულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა 10-ბალიანი სისტემიდან 9 ქულით შეაფასა, რაც არც ისე ხშირია, თუმცა კიდევ უფრო იშვიათია სრულფასოვანი […]