უმტიტის ძმამ და აგენტმა ფეხბურთელის ტრანსფერზე ისაუბრა
“ბარსელონას” მცველის სამუელ უმტიტის ძმამ და აგენტმა თქვა, რომ ფეხბურთელი უახლოეს მომავალში კლუბის დატოვებას არ აპირებს. “სამუელს წელს არ სურს ბარსელონას დატოვება. ამასთან, კლუბის სურვილია, რომ ცვლილებები განახორციელოს, ფეხბურთელის მიზნების გარკვევის შემდეგ კი მათ უნდა მოძებნონ ალტერნატივა. “ლიონის” შესახებ ჭორები რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე შანსია, რომ ეს მოხდეს”, – თქვა უმტიტის ძმამ. […]
ნეიმარი: “მხოლოდ იმას ვნანობ, რომ იმ ნაბი**არს სახეში არ დავარტყი”
“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა “მარსელის” ესპანელ მცველ ალვარო გონსალესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “მხოლოდ იმის ვნანობ, რომ იმ ნაბი**ს სახეში არ დავარტყი. VAR– მა მარტივად დაინახა ჩემი “აგრესია”, ახლა კი ძალიან მსურს ვნახო იმ მომენტის გამეორება, როცა მაიმუნს და ბო**ს შვილს მეძახდა”, – თქვა 28 წლის ფეხბურთელმა. ინციდენტი, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, საბოლოოდ […]
ნეიმარმა მეტოქე რასიზმში დაადანაშაულა
“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა “მარსელის” ესპანელი მცველი ალვარო გონსალესი რასობრივი მოტივით შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მატჩის ბოლოს მომხდარი ინციდენტი და ხელჩართული ჩხუბი ესპანელი ფეხბურთელის სიტყვებმა – “მოკეტე, ბინძურო მაიმუნო” – გამოიწვია. უცნობია, ეს სიტყვები ნეიმარს ეკუთვნოდა თუ არა, მაგრამ 28 წლის ბრაზილიელი კონფლიქტში ჩაერთო და ესპანელს თავში ჩაარტყა. ამის შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ჯამში 5 წითელი […]
პსჟ-მ 42 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა
ლიგა 1-ის მე -3 ტურის მატჩში, “პარი სენ-ჟერმენი” “მარსელთან” დამარცხდა და 42 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა. წამყვანი სტატისტიკური სააგენტოს Opta Sport-ის ინფორმაციით, 1978/1979 წლების სეზონის შემდეგ, პარიზელებმა პირველად წააგეს ჩემპიონატის საწყის ორ შეხვედრაში და თანაც ისე, რომ ერთი გოლიც არ გაუტანათ. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა პირველ ტურში “რეიმსთან” 0:2 წააგო. უქულოდ და ბურთების შეფარდებით – 0:3, […]
ფაბრეგასმა კარიერაში მე-800 მატჩი ჩაატარა
ლიგა 1-ის მესამე ტურის შეხვედრაში, “მონაკომ” შინ “ნანტი” – 2:1 დაამარცხა. გარდა იმისა, რომ ეს ფრანგული კლუბის ისტორიაში, საფრანგეთის ჩემპიონატში მეათასე გამარჯვება გახლდათ, ეს საიუბილეო მატჩი გამოდგა გუნდის მთავარი ვარსკვლავის ცესკ ფაბრეგასისთვისაც. ვეტერანმა ესპანელმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერაში მე-800 შეხვედრა ჩაატარა. “არსენალის”, “ჩელსის” და “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა 690 მატჩი საკლუბო დონეზე ჩაატარა, 110-ჯერ კი ეროვნული გუნდის […]
მონაკო ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა – ასეთი შედეგი მხოლოდ ოთხ გუნდს აქვს
ლიგა 1-ის მესამე ტურის შეხვედრაში, “მონაკომ” შინ “ნანტი” – 2:1 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონატში მეათასე გამარჯვება მოიპოვა. ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში “მონაკოს” გარდა, სულ სამი გუნდი მოიპოვება, რომელსაც შიდა ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში მოგებათა გრაფაში ოთხნიშნა ციფრი უწერია. ასეთები “მარსელი”, (1115), “ბორდო” (1057) და “სენტ-ეტიენი” (1044) არიან. აღსანიშნავია, რომ ათასმოგებიანი ნიშნულის მისაღწევად “მონაკოს” 87 წელი დასჭირდა. პირველი გამარჯვება […]
მარსელმა 20-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა – ოლიმპიკს ამისთვის 9 წელი დასჭირდა
საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, “მარსელმა” “პარი სენ-ჟერმენი” სტუმრად დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ნოემბრის შემდეგ ეს “ოლიმპიკის” პირველი გამარჯვება იყო. ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველი მოგება ფლორიან ტოვენის მიერ შეხვედრის 31-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის დამსახურებაა, ამ უკანასკნელმა დიმიტრი პაიეს გადაცემით ისარგებლა. საინტერესოა ისიც, რომ ამ კლუბებს შორის გამართული ბოლო 20 მატჩიდან დედაქალაქელებმა 17 […]
ჯაბა კანკავა – საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი კაპიტანი!
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ეროვნული გუნდის რეკორდსმენი გახდა. საქართველოს 7-იანმა ეროვნულ გუნდს უკვე 51-ე შეხვედრაში უკაპიტნა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ეს ეროვნული ლიგის C დივიზიონის მეორე ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ფრე – 1:1 ითამაშა. აქამდე, რეკორდი “მილანის” ყოფილ ცენტრალურ მცველს კახა კალაძეს ეკუთვნოდა, რომელმაც ნაკრები მოედანზე კაპიტნის სამკლაურით 50-ჯერ გაიყვანა. “ტობოლის” […]
მემფის დეპაიმ ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
“ლიონის” და ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ “ბარსელონას” ინტერესზე კომენტარი გააკეთა. “ჩემი აგენტისგან ამ საკითხის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია. ვიცი, რომ ინტერესი არსებობს, მაგრამ სათქმელი არაფერი მაქვს, რადგან ამის შესახებ ცოტა რამ ვიცი”, – თქვა 26 წლის ფეხბურთელმა. რონალდ კუმანის სასურველი ფეხბურთელი “ლიონში” 2017 წლის შემდეგ ირიცხება და მოქმედი კონტრაქტი შემდეგი სეზონის ბოლოს ეწურება. ამრიგად, […]
მეოთხე სამხრეთამერიკელი – პსჟ-ში ეპიდემია მძვინვარებს
კორონავირუსის პანდემიამ “პსჟ-ში” ფეხი სერიოზულად მოიკიდა. ანხელ დი მარიას, ლენადრო პარედესის და ნეიმარის შემდეგ, COVID19-ით მეოთხე სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, მაურო იკარდიც დაინფიცირდა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სჩირა ავრცელებს, “პარი სენ-ჟერმენის” პრესსამსახური კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ფრანგული რადიოს ინფორმაციით, იკარდის გარდა, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის რიგებში კიდევ 3 ინფიცირებულია, რომლის სახელი და გვარიც ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. წინა […]
ნეიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა – პსჟ-ს სამი ფეხბურთელი ინფიცირებულია
ფრანგული გამოცემა L’Equipe იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავებს კორონავირუსი დაუდგინდათ. ლეანდრო პარედესის, ანხელ დი მარიას და ნეიმარის ტესტებმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. უშუალოდ პარიზული გრანდი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების გვარების დასახელებას ერიდება და Twitter-ში წერს, რომ გუნდის სამ მოთამაშეს ინფიცირება დაუდასტურდა და ისინი შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ. უცნობია არგენტინელების ინფიცირების წყარო, თუმცა 28 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი იბიცაზე ისვენებდა და […]
ოფიციალურად: ტიაგო სილვა ჩელსის ფეხბურთელია
ტიაგო სილვა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელია – ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია “არისტოკრატებმა” ოფიციალურად დაადასტურეს. “ლურჯებბის” ვებ-გვერდის მეშვეობით ვიგებთ, რომ ცენტრალურმა მცველმა, რომელიც გუნდში ფრენკ ლამპარდის ავტორიტეტის დამსახურებით მივიდა და რომელიც ინგლისელის მეხუთე ტრანსფერია, კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტიაგო სილვა “პსჟ-ში” 2012 წელს, “მილანიდან” გადაბარგდა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 315 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა. მან […]