პსჟ დორტმუნდთან შემოტრიალებას ვერატის გარეშე შეეცდება
“პარი სენ-ჟერმენს” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარკო ვერატი ვერ დაეხმარება. იტალიელი ნახევარმცველი 12 მარტს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. პირველი მატჩის მიწურულს მან ყვითელი ბარათი მიიღო, რაც დასჯის მიზეზი გახდა. ფრანგული კლუბის ბოლო მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შედეგად, ვერატი ჩემპიონთა ლიგაში “პსჟ-ს” მაისურით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა.
ლივერპული კიდევ ერთ რეკორდს უახლოვდება
“ლივერპული” სულ მალე ისტორიაში პირველად პრემიერლიგის ტიტულს მოიგებს. ამჟამად, მერსისაიდულ კლუბს 73 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ, მოქმედ ჩემპიონ “მანჩესტერ სიტის” 22-ით უსწრებს. “წითლებს” სხვა ისტორიულ მიღწევებთან ერთად, კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეუძლიათ. ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში სულ ორჯერ მოხდა, როცა გუნდმა ჩემპიონატი დასრულებამდე სულ მცირე 7 ტურით ადრე მოიგო: “პსჟ” 2015/16 წლების სეზონში 8 […]
მბაპემ “ღმერთის ხელის” გამეორება სცადა (ვიდეო)
კილიან მბაპემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მესისა და რონალდუს მსგავსი კარიერის ქონაზე ოცნებობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა ფრანგი დიეგო მარადონასთან შედარებასაც ცდილობს… საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ მატჩში, სადაც “პსჟ-მ” “რეიმსი” (3:0) დაამარცხა, 21 წლის თავდამსხმელმა “ღმერთის ხელის” გამეორება სცადა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში, ნეიმარისგან მიიღო და მეკარესთან შეჯახების შემდეგ ის კარში […]
მბაპე: “მესი შთამბეჭდავია, მაგრამ მინდა რონალდუს მსგავსი კარიერა მქონდეს”
მსოფლიო ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ თქვა, რომ სურს კარიერა ისე განავითაროს, როგორც ეს კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა. “ყველაზე მეტად ჩემზე შთაბეჭდილებას ლიონელ მესი ახდენს, რომელმაც “ბარსელონაში” ყველაფერი მოიგო, მაგრამ მისი მიბაძვა უკვე დაგვიანებულია, ასეთ შემთხვევაში “მონაკოში” უნდა დავრჩენილიყავი. სამაგიეროდ, შემიძლია, კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ნაბიჯები გადავდგა და მოტივაციის წყაროდ მისი წარმატება გამოვიყენო. “მპაბე” მონაკოს აღზრდილია, 2017 წელს […]
საუკეთესო უცხოელი ბომბარდირები ტოპ ხუთ ჩემპიონატში
სერხიო აგუერო შესანიშნავ ფორმაშია. ტრავმის მოშუშებისა და მოედანზე დაბრუნების შემდეგ, არგენტინელმა თავდამსხმელმა პრემიერლიგის ორ მატჩში 5 გოლი გაიტანა და საერთო ჯამში ამ ტურნირზე შეგდებული 179 ბურთი მოუგროვდა. “ქალაქელების” მეათე ნომერი ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში 179 გოლით საუკეთესო უცხოელი ბომბარდირია, საინტერესოა ტოპ ხუთ ჩემპიონატში მისი კოლეგების ვინაობა. პრემიერლიგა – სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) 179 გოლი ინგლისურ ელიტაში […]
მონაკო 1:4 პსჟ (მიმოხილვა)
იკარდის შთამბეჭდავი სტატისტიკა სენტ-ეტიენთან მატჩში
მაურო იკარდის “პარი სენ-ჟერმენში” შესანიშნავი სეზონი აქვს. ედისონ კავანის ტრავმიანობა არგენტინელმა თავდამსხმელმა სათავისოდ კარგად გამოიყენა და მთავარი ცენტრ-ფორვარდის ფუნქციები შეითავსა. 26 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე უკვე 17 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ნეიმარსა და კილიან მბაპესთან ერთად მშვენიერი ტრიოც შექმნა. იკარდისთვის გამორჩეული იყო 9 იანვარს გამართული საფრანგეთის ლიგის თასის შეხვედრაც, რომელშიც “პსჟ-მ” “სენტ-ეტიენი” […]
იკარდის სამომავლო გადაწყვეტილება მიღებული აქვს
როგორც ჩანს, მაურო იკარდი “პსჟ-ში” თამაშით კმაყოფილია. არგენტინელ თავდამსხმელს პარიზულ გრანდში დარჩენა სურს. “პარიზში თავს კარგად ვგრძნობ, ამ ეტაპზე კლუბის წარმომადგენლებს არ შევხვედრივარ, რადგან წინ კიდევ 4-5 თვეა. მაისში, როცა სეზონი დასრულდება დავსხდებით და დავილაპარაკებთ. ბედნიერი ვიქნები, თუ “პარი სენ-ჟერმენში” დარჩენის შესაძლებლობა მომეცემა. ეს ჩემთვის და თანაგუნდელებისთვის კარგი პერიოდია. სეზონის კარგი პირველი ნაწილი ჩავატარეთ და ჩვენი […]
ზედიზედ მეორედ: კილიან მბაპე საუკეთესოა
მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი კილიან მბაპე საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. გამოკითხვას, ისევე როგორც “ოქროს ბურთს” France Football-ი ატარებს, რომელის ვერსიითაც საუკეთესოდ მპაბე მიჯრით მეორე წელიწადს დასახელდა. 2019 წელს, 21 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირი 33 გატანილი გოლით გახდა და ევროპის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩა.
მბაპე: “ვამაყობდი, რომ მესი ჩემზე ფიქრობდა”
“პსჟ-ს” და საფრანგეთის ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ წინა სეზონში ლიონელ მესისტან ოქროს ბუცისთვის ბრძოლა გაიხსენა. “წინა სეზონის მიწურულს დასვენების ნაცვლად საკუთარი თავის ჯობნა გადავწყვიტე. თანდათან ვირწმუნე, რომ შემეძლო საუკეთესო ევროპელი ბომბარდირის წოდებისთვის მებრძოლა. თუმცა, ჩემი კონკურენტი ლეო მესი იყო, თუ მე ორ გოლს გავიტანდი, ის სამს იტანდა. ჰეთ-თრიკი რომ შემესრულებინა, ის პოკერს შეასრულებდა. ეს […]
ვანდა ნარა: “ლუკაკუ ჩემპიონთა ლიგას ტელევიზორში უყურებს, ინტერის ბოლო ფორვარდმა კი 150 გოლი გაიტანა”
“პსჟ-ს” თავდამსხმელის მაურო იკარდის მეუღლემ ვანდა ნარამ მისი მეუღლე და მილანის “ინტერის” ამჟამინდელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ერთმანეთს შეადარა. “ლუკაკუ უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე მაურო? კი, როგორ არა, სწორედ ამიტომაც ვუყურებთ მას დიდ მატჩებში. მას ჩემპიონთა ლიგაში გოლი არ აქვს გატანილი, ფლეი-ოფებს კი ტელევიზორში უნდა უყუროს. “ინტერის” ბოლო “ცხრიანმა” კლუბისთვის 150-ზე მეტი გოლი გაიტანა. ლუკაკუ გააკრიტიკეს ჩემპიონთა […]
ნეიმარმა ვარჯიში განაახლა (ფოტოები)
ნეიმარმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა. ინფორმაცია “პსჟ-ს” ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა და ბრაზილიელი თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გუნდის საწვრთნელ ბაზაზეა და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. ბოლოს, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მოედანზე 5 ოქტომბერს, ლიგა 1-ის მეცხრე ტურის შეხვედრაში გავიდა (ანჟერთან 4:0). 🏋️♂️🔛⚽️@neymarjr 🔙 🔴🔵 #ICICESTPARIS pic.twitter.com/0uSEo7pN04 — Paris Saint-Germain (@PSG_inside) November 5, 2019