ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “მანჩესტერ სიტიმ” “პარი სენ-ჟერმენი” სტუმრად – 2:1 დაამარცხა, ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად, თავისი ყოფილი გუნდის, “ბარსელონას” კაპიტნის, ლიონელ მესის კარიერული მომავლის შესახებაც ისაუბრა. “მესი “ბარსელონაზე” უკეთეს სახლს ვერ იპოვის. ერთადერთი, რაც უნდა გაკეთდეს, არის დაბრუნება იმ საწყისებთან, რაც კლუბს განსაკუთრებულს და გამორჩეულს ხდის“, […]