ლიგა 1-ის მესამე ტურის შეხვედრაში, “მონაკომ” შინ “ნანტი” – 2:1 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონატში მეათასე გამარჯვება მოიპოვა. ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში “მონაკოს” გარდა, სულ სამი გუნდი მოიპოვება, რომელსაც შიდა ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში მოგებათა გრაფაში ოთხნიშნა ციფრი უწერია. ასეთები “მარსელი”, (1115), “ბორდო” (1057) და “სენტ-ეტიენი” (1044) არიან. აღსანიშნავია, რომ ათასმოგებიანი ნიშნულის მისაღწევად “მონაკოს” 87 წელი დასჭირდა. პირველი გამარჯვება […]